მოხუცებულობის პერიოდში ადამიანების უმეტესობას ასეთი ტკივილები ცუდი კვების, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი ან პირიქით რთული ფიზიკური შრომის გამო უჩნდებათ. მაგრამ თუ სახსრები ახალგაზრდობაში გტკივათ, ეს სახსრების სინოვიალურ გარსში სისხლის მიმოქცევის და სახსრების ხრტილის დარღვევაზე მიუთითებს.
"რჩევების" რედაქციამ მოამზადა რეცეPტი, რომელიც მსგავსი დაავადებისთვის პრევენციულ საშუალებას წარმოადგენს. ხოლო თუ ტკივილები უკვე გაწუხებთ, საშუალება დაგეხმარებათ როგორ სახსრების გაძლიერებაში, ასევე უსიამოვნო შეგრძნების შემცირებაში.
რით ვუმკურნალოთ სახსრების ტკივილს
ინგრედიენტები
- 250 გრ ფორთოხლის წვენი
- 150 გრ შვრია
- 200 მლ წყალი
- 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 300 გრ ანანასი
- 20-30 გრ თაფლი
- 50 გრ ნუში
მომზადება
- მოხარშეთ შვრია და გააგრილეთ.
- შვრიაში დაამატეთ ფორთოხლის წვენი, წყალი, დაჭრილი ანანასი, დარიჩინი, თაფლი, ნუში. კარგად დააქუცმაცეთ და აურიეთ ბლენდერის დახმარებით სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
მიიღეთ 100 მლ ნარევი ყოველ დილით საუზმობამდე 20 წუთით ადრე. ძალიან კარგია, თუ დილით კიდევ ერთ ჭიქა წყალს დალევთ. ასეთი მეთოდით ორგანიზმი ნაყენს უფრო აითვისებს.
სარგებელი
- ფორთოხალი და ანანასი C ვიტამინით არის მდიდარი, რომელიც ძვლებს, მყესს და იოგის აძლიერებს. დამტკიცებულია, რომ ინფექციური ართრიტის დროს, დაავადებული სახსრების შიდა დაზიანების დროს სწორედ ამ ვიტამინის აქტიურობა მცირდება. ასევე C ვიტამინს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
- დარიჩინი შეიცავს ბოჭკოვანს და კალციუმს, რომლებიც სახსრებს აძლიერებენ. ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ამცირებს ქოლესტერინს და სისხლში შაქრის დონეს.
- შვრია შეიცავს სილიციუმს, მაგნიუმს, ფოსფორსა და კალიუმს. მისი გამოყენება სილიციუმის მარაგს ავსებს ორგანიზმში, ეხმარება სისხლძარღვების გაწმენდაში და მამაკაცის კუნთოვანი სისტემის გაძლიერებაში.
- ნუში სხვადასხვა მინერალს შეიცავს, რომლებიც ჯანმრთელი ძვლებისთვის მნიშვნელოვანია. კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი და ფოსფორი მათი სიძლიერის შენარჩუნებაში არიან ჩართულნი.
აი, ასეთი ეფექტური საშუალება შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ, რომელიც სახსრების დაავადებისგან დაგიცავთ. ის ასევე ძალიან კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორი მუშაობისთვის.
ამ რეცეპტს თქვენი მეგობრებიც დააფასებენ, გაუზიარეთ!