Rchevebi.com-ის რედაქცია დღეს წარმოგიდგენთ სასმელს, რომელიც იმდენად მსუყეა, ღირსეულად ჩაანაცვლებს სადილს ან საუზმეს. მთავარია, რომ იგი გემრიელი და არომატულია.
სასმლის სარგებელი
ფორთოხლის წვენი, ხილის მჟავის შემცველობის წყალობით, აზავებს კალციუმისა და მაგნიუმის მარილებს, რომლებიც ძვლებშია დაგროვილი. ამასთან, იგი დაუმატებს სასმელს გემოსა და არომატს.
არომატისა და გემოს გარდა, დარიჩინი ამ კოქტეილში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თაფლთან კომბინირებისას, ეს სუნელი აცოცხლებს დაზიანებულ ხრტილებს და ხსნის ანთებას. გარდა ამისა, თაფლი გამოიმუშავებს სინოვიალურ სითხეს.
შვრია - ვიტამინ B6-ისა და სხვა აუცილებელი მინერალების წყაროა. ამის დამსახურებით, ტკივილი შემცირდება, სახსრების ირგვლივ კუნთები კი გაიჟღინთება საჭირო ნივთიერებებით და გამაგრდება.
ბერძნული თხილი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც გვეხმარება სინოვიალური მჟავის უკმარისობის აღდგენაში. ასევე, იგი ამცირებს ანთებას.
ინგრედიენტები:
- 1 ჭ. წყალი
- 4 ს.კ. შვრიის ფანტელი
- 0.5 ჭ. ახლადდაწურული ფორთოხლის წვენი
- 1 ს.კ. დანაყული თხილი
- 1 ს.კ. თაფლი
- დარიჩინი გემოვნებით
მიირთვით სასმელი საუზმის ან სადილის ნაცვლად და მალევე გათავისუფლდებით სახსრების აუტანელი ტკივილისგან.