» » » როგორ დავიცხროთ კბილის ტკივილი მარტივი და სწრაფადმოქმედი, ხალხური საშუალებებით

როგორ დავიცხროთ კბილის ტკივილი მარტივი და სწრაფადმოქმედი, ხალხური საშუალებებით

კბილები ბავშვობიდან მაწუხებს. ჯერ დედას დავყავდი სტომატოლოგთან, შემდეგ კი თავად ვისწავლე მათი მოვლა. გამოუვალ შემთხვევებში კი ხალხური მეთოდები მშველის:

  • აიღეთ სალბი, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. ხშირად ივლეთ პირის ღრუში თბილ-თბილი. გაიჩერეთ დიდხანს.

  • აიღეთ ჟოლოსა და პიტნის ფოთლები, წვრილად დაკეპეთ და დაასხით 30 გრამი ღვინის ძმარი. დააყენეთ მინის ჭურჭელში სამი დღით. გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში.

  • ძლიერი ტკივილის დროს ლენცოფას ფოთლებისა და თესლისგან გააკეთეთ სიგარეტი, დაუმატეთ კარტოფილის ფოთლები და თამბაქო. მოუკიდეთ და კვამლი მტკივანი კბილისკენ მიმართეთ.

  • ჩაიდანში ჩადეთ მბჟუტავი ნახშირი, ზედ დააყარეთ ლენცოფას თესლი და ფოთლები. ჩაიდანს თავზე დაახურეთ, ცხვირზე კი ჩამოაცვით რეზინის მილი და ისე მიმართეთ, რომ კვამლი მხოლოდ პირის ღრუში მოხვდეს, ოღონდ არ შეისუნთქოთ. ტკივილი მალევე ჩაცხრება.

  • გველის სუროს ნაყენი ძალზე ეფექტურია კბილის ტკივილის და პირის ღრუში ცუდი სუნის დროს. ნაყენი ასე მზადდება: 2 სუფრის კოვზ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და ერთ საათს გააჩერეთ. გამოივლეთ პირის ღრუში რამდენიმე წუთით, დღეში 3-4-ჯერ.

  • აიღეთ 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი და ჩაუმატეთ 25 მლ ტყის კამის ნაყენი (ერთი ჭიქა ადუღებული წყალი 1-2 სუფრის კოვზ ბალახზე). სპირტხსნარი დააწვეთეთ დოლბანდზე და დაიდეთ მტკივან კბილზე. ტკივილი დაცხრება.

  • საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა თაფლი. ცნობილია, რომ ფიჭის თაფლს გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს, ვიდრე გამოწურულს. ის ძალზე სასარგებლოა პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, სტომატიტის, ჰამორიტის დროს. ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს, ათავისუფლებს დახშულ ცხვირს, აღადგენს სუნთქვას.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.