» » » დანიელი დიეტოლოგი: "არაერთხელ დავიკელი 25 კგ, თუმცა მალევე ავინაზღაურე, რის შემდეგაც მივაგენი უნიკალურ სქემას".

დანიელი დიეტოლოგი: "არაერთხელ დავიკელი 25 კგ, თუმცა მალევე ავინაზღაურე, რის შემდეგაც მივაგენი უნიკალურ სქემას".

გსმენიათ სკანდინავიური დიეტის შესახებ, ძვირფასო მკითხველებო? ისე უბრალოდ არ გეკითხებით. ზაფხული მალე კარს მოგვადგება, ამიტომ დიეტები, ფიზიკური ვარჯიში და სხვა მეთოდები ფიზიკური ფორმის სწრაფად გასაუმჯობესებლად კვლავ პოპულარობას იძენს. 

მზემ ახლახანს გამოანათა და თქვენ ხვდებით, რომ მალე შეიძლება მზეზე გარუჯვაც, სანაპიროზე გასვლაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი სპორტული სხეულით სიამაყეს შეძლებთ. არ იდარდოთ, თუ ახლა ძალიან სპორტულად არ გამოიყურება, რამდენიმე კვირა ჯერ კიდევ ხელთ გვაქვს. 



დღეს "რჩევების" რედაქცია თქვენ განსაკუთრებულ სკანდინავიურ დიეტას გჩუქნით, რომელმაც მთელი მსოფლიო თავისი ეფექტურობით და სიმარტივით გააოცა. 

სკანდინავიური დიეტა

კვების ეს რეჟიმი საკმაოდ ახალია. ის სიუზი ვენდელმა, დანიელმა დიეტოლოგმა შექმნა. ქალი ირწმუნება, რომ ამ კვების მეთოდით არა მხოლოდ რეალურად გახდომას შეძლებთ, არამედ ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, რადგან მან ეს მეთოდი საკუთარ თავზე გამოცადა. 



დიეტა სიუზიმ იმ დროს შექმნა, როცა თავად ძალიან სურდა გახდომა. მეორე ორსულობის შემდეგ ცენტნერზე მეტს იწონიდა. დიდი წონა მას აშინებდა და გახდომის ეფექტურობის მეთოდის ძიებას აიძულებდა. სკანდინავიურმა დიეტამ სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარა. 

"ბევრჯერ დამიკლია 20-25 კგ, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო მეტი წონა უკან მიბრუნდებოდა. სკანდინავიური დიეტა სასწორზე 60 კგ-იანი მაჩვენებლის მიღწევაში დამეხმარა - მე ზედმეტი 40 კგ დავიკელი. რაც მთავარია, ყველაფერი სტაბილურად უკვე 6 წელია შენარჩუნებულია. ეს არ არის ეფექტურობის საუკეთესო დამადასტურებელი?



"კვების ეს მეთოდი არ არის ხრიკი ან სასწაული. ყველაფერი დაბალანსებულ კვებაშია. ქალები დღეში 1500 კკალს ღებულობენ, მამაკაცები დაახლოებით 2000".

როგორც ხედავთ, სკანდინავიური დიეტა გასახდომად ყველას შესანიშნავად ესადაგება. ის არ გვაიძულებს შიმშილს ან კვირაობით მხოლოდ ჭიქა წყალზე ცხოვრებას. დიეტოლოგი მთავარ პროდუქტად მიიჩნევს ვაშლს, ხორცს და თევზს. ამავე დროს ამბობს, რომ თვეში დაახლოებით 3-6 კგ-ს დაკლებას შეძლებთ.

თუ უფრო შთამბეჭდავი შედეგის მიღება გსურთ, ყურადღება სამხედრო დიეტას მიაქციეთ. 



სკანდინავიური დიეტის წესები 

  1. ფრაქციული კვება (მცირე ნაწილებად). დღიური კვების რაციონი 3 მთავარ და 2-3 წასახემსებელ ნაწილებად უნდა დაყოთ.

  2. უარი თქვით ალკოჰოლსა და სწრაფი კვების პროდუქტებზე. ყველაფერი ეს კუჭის და ღვიძლის მუშაობაზე ცუდად მოქმედებს. უბრალოდ რაციონიდან სამუდამოდ ამოიღეთ.

  3. გვერდი აუარეთ ცომეულს. პიცა, საფუარი და მსგავსი პროდუქტი ფიგურაზე ცუდად მოქმედებს. მინიმუმ ერთი თვით უარი თქვით.

  4. დაივიწყეთ მაკარონის შესახებ. გახსოვდეთ, რომ მაკარონის ნებისმიერი სახეობა სხეულს ფორმას უკარგავს. 

  5. უფრო მეტი ვიტამინები. თერმული დამუშავება ხილის და ბოსტნეულის ვიტამინების უმეტეს ნაწილს ანადგურებს. ეცადეთ ახალი და უმი სახით მიირთვათ ან ორთქლზე მომზადებული. 

  6. სახლში მომზადებული საკვები. სახლში მომზადებული საკვები ბევრად უფრო სასარგებლო და ხარისხიანი, ვიდრე სასადილოსა და სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილი. 

  7. უარი თქვით კარაქზე მცენარეული ზეთის სასარგებლოდ. 

  8. იცხოვრეთ გაზიანი სასმელების გარეშე. უფრო სასარგებლოა წვენის, ფრეში და მინერალური გაზის დალევა. 

  9. ნაკლები მარილი. თუ მარილს მოიხმართ, უპირატესობა ზღვის მარილს მიანიჭეთ. საეჭვო მოსართავები ნატურალური ბალახებით და სანელებლებით ჩაანაცვლეთ. 




ტყუილად არ უყვართ სკანდინავიური დიეტა სიმარტივის და დიდი ნებადართული პროდუქტების არჩევანის გამო. ყველაზე მარტივი დიეტა ბევრ სასარგებლო პროდუქტს გვთავაზობს, რომლებიც არა მხოლოდ დაკლებაში დაგვეხმარება, არამედ კვების ეს რეჟიმი ადამიანს უფრო ჯანსაღად და მხნედ თავს აგრძნობინებს. 

ნებადართული პროდუქტები

  1. თევზი
    სკანდინავიურ ქვეყნებს შეუძლიათ თევზის სიმრავლით იამაყონ. სწორედ ამიტომ ამ პროდუქტზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა, თან თუ მის სასარგებლო თვისებებს გავითვალისწინებთ. დიეტოლოგი სიუზი ვენდელი გირჩევთ ერთი კვირის მენიუში 3-4 თევზის სახეობის ჩართვას.

  2. ხორცი
    სკანდინავიელებს უყვართ ირმები და ლოსის ხორცი, მაგრამ ჩვენ მშვენიერი ალტერნატივა გვაქვს: ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი. 

  3. კენკრა
    უზარმაზარი ვიტამინების წყარო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ზამთარში, უპირატესობას ანიჭებენ დაკონსერვებულ და გაყინულ კენკრას, რადგან ისინი სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებენ. 

  4. ბოსტნეული
    ყველაზე სასარგებლოა ძირხვენა, გოგრა, კომბოსტოს ყველა სახეობა, სალათის ფურცლები. 

  5. მარცვლეული
    უპირატესობა უჯრედისით მდიდარ მარცვლეულს მიანიჭეთ: ქერი, ბრინჯი, ჭვავი. რაც შეიძლება კიდევ იყოს რეკომენდებული: შვრია, ხორბლის პური. 

  6. სოკო
    სკანდინავიურ ქვეყნებს სოკოს მოსავლით ამაყი შეუძლიათ. ეს პროდუქტი არა მხოლოდ გემრიელი და ნოყიერია, არამედ დაბალ კალორიულიც. 

  7. კაკალი
    ცხიმების და ფილიუმის მჟავის წყარო. შეუცვლელი პროდუქტი წასახემსებლად. 

  8. მცენარეული ზეთი
    სკანდინავიელები რაფსის ზეთს იყენებენ, აქ შეიძლება პირად  სურვილს მივანიჭოთ უპირატესობა - ზეითუნი, სეზამი, სელის ზეთი. 

  9. რძე
    რაციონის დაახლოებით 30% რძის პროდუქტისგან უნდა შედგებოდეს მინიმუმ ცხიმის შემცველობით: რძე, იოგურტი, მყარი ყველი.




სკანდინავიური დიეტის მთავარი წესი - თითოეული კვება უნდა შეიცავდეს 4 პორციას ზემოთ მოცემული პროდუქტებიდან: ცილის პორცია, ნახშირწყლების პორცია და 2 პორცია ბოსტნეული და ხილი. თითოეული მუჭის ხელა. არაფრის დამატება ან ამოღება არ შეიძლება, სწორედ ამიტომ დიეტა მისი სიმარტვის გამო მოსწონთ. 

სკანდინავიური დიეტის რომელ დადებით მხარეს ხედავთ თქვენ? რატომ არის ის მსოფლიოში ასეთი პოპულარული?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.