» » » ცელულიტები 7 დღეში გაქრება. ეს ეფექტური და ბიუჯეტური მეთოდი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა.

ცელულიტები 7 დღეში გაქრება. ეს ეფექტური და ბიუჯეტური მეთოდი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა.

ცელულიტების გაჩენა - უსიამოვნო მოვლენა, რომლისგანაც არცერთი ქალბატონი არ არის დაზღრვეული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭარბი წონა და ზედმეტი ცხიმოვანი ფენების არ გაწუხებთ. ეს კოსმეტიკური პრობლემა თითოეულ ქალბატონს ძალიან დიდ დისკომფორტს გვიქმნის და ჩვენს თვითშეფასებას საგრძნობლად ადაბლებს.

საბედნიეროდ, არსებობს პრობლემის გადაჭრის ერთი ძალიან მარტივი და ეფექტური გზა. დღევანდელ სტატიაში ''რჩევების" რედაქცია გასწავლით, თუ როგორ მოიშოროთ ცელულიტები ხანმოკლე დროში მინიმალური ძალისხმევით.

"კაფსიკამი" ცელულიტის წინააღმდეგ

ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბიუჯეტური საშუალებაა, რომელიც სასურველ შედეგს მინიმალურ ვადაში იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენებისა და დანიშნულების ინსტრუქციაში სიტყვა ანტიცელულიტურს საერთოდ ვერ ვხვდებით, ეს საშუალება ეფექტურად უმკლავდება მოცემულ კოსმეტიკურ დეფექტს. მრავალი ადამიანი, რომელმაც კაფსიკამი ამ დანიშნნულებისთ გამოიყენა, მის ეფექტურობას ადასტურებს.

კაფსიკამის მალამო არ გამოდგება კანის ზედმეტად ნაზი და მგრძნობიარე მონაკვეთებისთვის, რადგან მას გამახურებელი ეფექტი აქვს, თუმცა ცელულიტები ყველაზე ხშირად სწორედ თეძოებზე და ბარძაყებზე იჩენს თავს. მოცემული მალამოს გამოყენებისას უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია, მცირდება ქსოვილების შეშუპება და ჩქარდება მეტაბოლური პროცესები კანის საფარში.



სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ამ თვისებების გამო, კაფსიკამი ეფექტურად ებრძვის ცელულიტებს, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ განუზავებელი სახით პირდაპირ მისი გამოყენებისას მაღალია მსუბუქი დამწვრობის მიღების რისკი. კანი რომ არ დაიზიანოთ, შეურიეთ კაფსიკამში საბავშვო კრემი პროპორციით 1 : 1. შეგიძლიათ მზა ნარევში სასურველი კოსმეტიკური ეთერზეთის ჩამატებაც. მიღებული ნარევი ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე და გადაიხვიეთ სტრეჩი (საკვების პლიონკა). პროცედურის ჩატარებამდე რეკომენდებულია თბილი შხაპის მიღება, რათა კანი იყოს რბილი და ფორები კარგად გაიხსნას.



მას შემდეგ, რაც ნარევზე სტრეჩს გადაიხვევთ, დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 20-30 წუთით. თუ თქვენ წვის ძლიერი შეგრძნება შეგაწუხებთ, სწრაფადვე ჩამოიბანეთ ნარევი ცივი წყლით. იმ შემთხვევაში, თუ დისკომფორტის შეგრძნებას ადგილი არ ექნება, ცელულიტების გასაქრობათ გაიჩერეთ ეს ნარევი კანზე მაქსიმუმ 45 წუთით (მსუბუქი წვისა და ჩხვლეტის შეგრძნება სავსებით ნორმალურია). პროცედურის შემდეგ კარგად დაიბანეთ კანის შესაბამისი მონაკვეთი და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

მოცემული კოსმეტიკური პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია რეგულარულობა. დასაწყისისთვის ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღიურად შხაპის მიღების შემდეგ. ქალბატონები, რომლებმაც კაფსიკამის მალამოს ანტიცელულიტური ეფექტი საკუთარ თავზე გამოცადეს, ამბობენ, რომ სასიამოვნო ცვლილებები უკვე მეორე პროცედურის შემდეგ თვალსაჩინო ხდება, ხოლო დაახლოებით 7 დღეში ცელულიტები საგრძნობლად მცირდება. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კანის მდგომარეობაზე და ცელულიტების სტადიაზე, თუმცა კოსმეტოლოგების რჩევით, არ არის რეკომენდებული ზედიზედ 15-ზე მეტი სეანსის ჩატარება. ერთ თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კურსის გამეორება.

კაფსიკამის მალამო ეფექტურად ჭიმავს კანს და გვაშორებს ცელულიტებს, თუმცა აუცილებელია, ვიმოქმედოდ დროულად და ჩავიტაროთ შესაბამისი კურსები მაშინვე, როგორც კი პირველი ცელულიტის გაჩენას შევნიშნავთ.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ამ ეფექტური და ბიუჯეტური მეთოდის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.