» » » მცენარეული ზეთების უნიკალური, სასარგებლო თვისებები

მცენარეული ზეთების უნიკალური, სასარგებლო თვისებები

მცენარეული ზეთები შეიცავს ორგანიზმისათვის აუცილებელ მიკროელემენტებსა და ვიტამინებს და მდიდარია ბიოელოგიურად აქტიური ნივთიერებით. მცენარეული ზეთები მიიღება არა მარტო ზეთოვანი მცენარეების თესლიდან, არამედ ნაყოფიდან და ცხიმის შემცველი მცენარეების ღივებიდან. კანიანი თესლის (მზესუმზირა, არაქისი, ბამბა და სხვა) დამუშავებისას გულები თავისუფლდება კანისაგან.

ქოქოსის ზეთი მდიდარია ლაურინის მჟავათი, რომელიც აძლიერებს მეტაბოლიზმს, შედგება 90%-იანი ნაჯერი ცხიმისგან და ძალიან კალორიულია. ის მაღალ ტემპერატურაზეც კი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
მცენარეული ზეთების უნიკალური, სასარგებლო თვისებები


სელის ზეთი მდიდარია (ომეგა 3) ცხიმოვანი მჟავებით (60%), რომელიც იცავს გულ-სისხლძარღვებს, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, შველის კუჭის შეკრულობას, გამოიყენება სალათების შესაკაზმად.


ბრინჯის ზეთი ვიტამინის წყაროა, შეიცავს სამ ნატურალურ ანტიოქსიდანტს. ტოკოფეროლს, ტოკოტრინოლს და ორიზანოლს, რომლებიც აფერხებენ დაბერების პროცესს. უძლებს 254 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას, ძალიან ცხიმიანია.


არაქისის ზეთი აქვეითებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, მდგრადია თერმოტემპერატურისადმი, გამოიყენება შესაწვავად.


ზეითუნის ზეთი აუმჯობესებს გულის მუშაობას, ძალიან სასარგებლოა ცივად გამოხდილი, გამოიყენება კერძების მოსამზადებლად და სალათების შესაკაზმად. უძლებს 180 გრადუს C- ს.

ავტორითამაზ ჩადუნელი
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.