» » » მცენარეები, რომლებსაც საფაღარათო, აირებისგან დამცლელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს.

მცენარეები, რომლებსაც საფაღარათო, აირებისგან დამცლელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს.

ფიტოთერაპია მკურნალობის დამატებითი მეთოდია. გამოიყენება მცენარეები, რომლებსაც საფაღარათო, აირებისგან დამცლელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება აქვს.

ხეჭრელი ქერქი. მისი გამოყენება მხოლოდ 1-2 წლის მანძილზე შენახვის ან 100 გრადუსამდე ერთსაათიანი გაცხელების შემდეგ შეიძლება. ხეჭრელი მსუბუქი საფაღარათო საშუალებაა და ეფექტურია როგორც სპასტიკური, ასევე ატონიური შეკრულობის დროს. აქვს განავლოვანი მასების დარბილების უნარი, ამიტომ ბუასილისა და სწორი ნაწლავის ნახეთქების შემთხვევაშიც გამოგადგებათ.
ხამკურნალო იყენებენ ხეჭრელის ნახარშს, თხევად ან სქელ ექსტრაქტს, რომლებიც მოქმედებას მიღებიდან 8-10 საათის იწყებს.

ნახარში ასე მზადდება: 1 ს/კ გამომშრალ ქერქს დაასხით 1 ჭიქა (200 მლ) მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი და უკვე გაგრილებული გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა ღამით და დილით.
ხეჭრელის ექსტრაქტი აფთიაქებში მზა სახით იყიდება. მიღების წესი ასეთია: სქელი - 1-2 ტაბლეტი საღამოს; თხევადი - 30-40 წვეთი დილით და საღამოს.
ხეჭრელის ნაყოფს სანაყოფე ჯამის გარეშე კრეფენ და ჯერ ჩრდილში აშრობენ, შემდეგ კი ღუმელში ან მზეზე. გამოიყენება ქრონიკული შეკრულობის დროს როგორც სუსტი საფაღარათო და ანტისეპტიკური საშუალება. მოქმედებას იწყებს მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ. ინიშნება ნაყენისა და ნახარშის სახით.

ნაყენი: 1 ს/კ ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 2 საათით გააჩერეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა ღამით.
ნახარში: 1 ს/კ ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა ღამით.

დიდი კამის (ცერეცოს) ნაყოფი ამცირებს ნაწლავებში აირების დაგროვებას და აუმჯობესებს პერისტალტიკას. მიღება სპასტიკური და ატონიური შეკრულობს დროს.
1 ჩაის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ.

კრაზანა - სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილობის პერიოდში დაკრეფილი ბალახი უხეში ღეროების გარეშე. ასევე გამოსადეგია კრაზანას ზედა აყვავებული ღერო ფოთლებითურთ. ის უნდა გამოშრეს ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება ან ჰაერზე, ჩრდილში. აქვს მკვეთრად გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, პარაზიტების საწინააღმდეგო, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მასტიმულირებელი მოქმედება.
1 ს/კ კრაზანას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთს, დაელოდეთ შეგრილებას და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მატიტელა- სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილობის პერიოდში შეგროვებული, ჩრდილში გამომშრალი ბალახი. აქვს მსუბუქი საფაღარათო თვისებები, ამიტომ სპასტიკური და ატონიური შეკრულობის დროს გამოიყენება. მიიღება ნაყენის სახით: 20 გ მატიტელას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი და მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-4-ჯერ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.