კონსტიტუციური სიმპტომები: დაღლილობა, ცხელება, ართრალგია, წონაში კლება.
გთავაზობთ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს:
- 10 გ ფუტკრის რძე და 10-20 გ თაფლი წყლის აბაზანაში მოათავსეთ და ერთმანეთში კარგად აურიეთ. შეიზილეთ ან გაიკეთეთ საფენები სახის ერითემულ (შეწითლებულ და სახეშეცვლილ ) უბნებზე. გამოყენების წინ განაზავეთ თბილ ანადუღარ წყალში პროპორციით 1:1.
- სასარგებლოა კონიოს ბალახის ან ტუიის ახალმოკრეფილი ფოთლების სპირტიანი ან არყიანი 10%-იანი ნაყენის საფენები.
- წითელი მგლურას ძნელად განკურნებადი ფორმების დროს რეკომენდებულია პროპოლისის 20%-იანი ზეთის სმა და შეზელა.
- ქრისტესისხლას ხმელ, დაფხვნილ ბალახს ასხამენ გადადუღებულ ნაღების კარაქს ან მუცლის ქონს პროპორციით 1:1, ურევენ გაცივებამდე და ამ მალამოთი იზელენ დაზიანებულ უბნებს. შეიძლება ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენის გამოყენებაც.
- სასარგებლოა კაკლის ნორჩი (წებოვანი) ფოთლების ნაყენი, როგორც შინაგანად, ისე კომპრესების სახით. გამოგადგებათ დაუმწიფებელი (რძიანი) ნაყოფის წვენიც. 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 1-2 საათს აჩერებენ და ფილტრავენ, ზოგჯერ ამატებენ თაფლს. იღებენ 1-2 სადილის კოვზს დღეში 3-5-ჯერ, ჭამის წინ. იმავე ნაყენს იყენებენ კომპრესებისთვის.