» » » ხალხური მედიცინის კრებულში ქოშინის საწინააღმდეგო არაჩვეულებრივი რეცეპტი აღმოვაჩინე. გამოვცადე და მართლაც საუკეთესო შედეგი მივიღე

ხალხური მედიცინის კრებულში ქოშინის საწინააღმდეგო არაჩვეულებრივი რეცეპტი აღმოვაჩინე. გამოვცადე და მართლაც საუკეთესო შედეგი მივიღე

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს სუნთქვის დარღვევები ვლინდება ქოშინით, რომელიც გამოიხატება გახშირებული, ზედაპირული, ან ღრმა სუნთქვით, ან სუნთქვის რიტმის დარღვევით. გულის დაავადების დროს ქოშინი და ხუთვა გამოწვეულია სისხლდენის შენელებით და შემდგომში ქსოვილებთან ჟანგბადის მიტანის შემცირებით. განასხვავებენ ქოშინს მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს, ქოშინს სიმშვიდის დროს და ქოშინს ხუთვის შეტევების სახით ფილტვების შეშუპებით, ან მის გარეშე. ქოშინის კავშირს გულის დაავადებებთან ავადმყოფის მდგომარეობა მიუთითებს: გულის ასთმის, გულის დაავადებების დროს ავადმყოფი ჩვეულებრივ ზის, განსხვავებით ფილტვების დაავადებების მქონე ავადმყოფებისგან, რომლებიც წვანან.
ქოშინის საწინააღმდეგო არაჩვეულებრივი რეცეპტი

სტენოკარდიის ფონზე ქოშინი მეწყება ხოლმე. დიდხანს ვიწვალე, ერთ დღეს კი ხალხური მედიცინის კრებულში ერთ რეცეპტს წავაწყდი, გამოვცადე და საუკეთესო შედეგი მივიღე:
  • ჭინჭრის დედისგან უნდა მოამზადოთ სქელი ფაფა და დაუმატოთ იმავე რაოდენობის თაფლი, კარგად აურიოთ და ორი კვირით ოთახის ტემპერატურაზე, სიბნელეში დადგათ, დროდადრო ურიოთ. დანიშნული დრო რომ გავა, ეს მასა გააცხელეთ წყლის აბაზანაზე და თხიერ მდგომარეობამდე მიიყვანეთ, შემდეგ დოლბანდში გაწურეთ და მაცივარში შედგით. ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი დღეში რამდენიმეჯერ ნელა მოწუწნეთ.

გაითვალისწინეთ: ეს საშუალება მხოლოდ მაშინ გიშველით, თუ სისხლის შესქელებისკენ არ ხართ მიდრეკილი (ეს მკურნალ ექიმთან ერთად უნდა გაარკვიოთ).
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.