- ერთ სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ ასფურცელას ქერქს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე, წამოადუღეთ და 5 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადმოდგით, გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
კურსის ხანგრძლივობა ერთი თვე.
არ დაივიწყოთ არაჩვეულებრივი ბოსტნეული - ნიორი. მიირთვით ყოველდღე, თუნდაც თითო კბილი.
ყურების შუილსა და თავბრუსხვევას ასეც მოერევით
დაგჭირდებათ: - 25 გ მიხაკი
- ნახევარი ლ არაყი
- 1/2 კგ შაქარი
- 3-4 ც ლიმონი
მომზადების და მიღების წესი:
მიხაკი (სანელებელი) ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, დაამატეთ შაქარი, კანიანად დაჭრილი ლიმონი, ბოლომდე შეავსეთ თბილი ანადუღარი წყლით და დატოვეთ სიბნელეში, ოთახის ტემპერატურაზე, ერთი თვით.
მიიღეთ 25 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. სრული კურსი 3 ქილაა. თითოეული ქილის შემდეგ 7 დღით შეისვენეთ.