ლუდს, ბევრისთვის საყვარელ ამ სასმელს, მრავალი სამკურნალო თვისებაც ჰქონია. გრიპის ეპიდემიების დროს პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ 1 ჭიქა ღია ფერის ლუდში ჩააწვეთოთ ლიმონის წვენი, დალიოთ დღეში რამდენჯერმე.
- მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად: მუქი ფერის ლუდში გახსნეით 2 სადილის კოვზი არაჟანი, ცოტაოდენი მარილი, კარგად მოურიეთ და მიიღეთ ყოველდღე, სადილისა და ვახშმის წინ. მკურნალობის კურსი 3 თვეა.
- დანაყეთ 3 კაკალი, დაასხით 1 ჭიქა ლუდი და დაამატეთ ცოტაოდენი მარილი. მიიღეთ დღეში ერთხელ, სადილის წინ. ეს წამალი ძალიან მოუხდებათ ნაავადმყოფარ, დასუსტებულ და გამხდარ ადამიანებს. მარილის ნაცვლად შეგიძლიათ დაამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.
ნაღრძობისა და დაჭიმულობის დროს:
- აიღეთ 1 ლიტრი ლუდი, ჩაასხით მომინანქრებულ ჭურჭელში და 50 გრადუსამდე გააცხელეთ. გადაასხით თასში. დაასველეთ თხელი დოლბანდი, გაწურეთ, ჭრილობის მხარეს დააყარეთ შავი პილპილი, დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე და გადაიხვიეთ თხელი პირსახოცით.
საფენი 5-10 წუთი გააჩერეთ, შემდეგ მოიხსენით და პროცედურა გაიმეორეთ. ჩვეულებრივ, სამი გამეორება საკმარისია.