» » » ნუტრიციოლოგი: ნუ გადაყრით ბულგარული წიწაკის გულსა და მარცვლებს!

ნუტრიციოლოგი: ნუ გადაყრით ბულგარული წიწაკის გულსა და მარცვლებს!

ბულგარული წიწაკა - საზღვარგარეთული ბოსტნეულია, რომელიც, როგორც სხვა უამრავი კულტურა, ევროპაში სამხრეთი ამერიკიდან მოხვდა და დამსახურებული პოპულარობა მოიპოვა. ჩვენთან ეს ბოსტნეული ბულგარეთიდან მოხვდა, ამიტომაც ვუწოდებთ მას "ბულგარულს".
ბულგარულ წიწაკას ამზადებენ გრილზე, ტენიან ხორცს ან ბოსტნეულს, აცხობენ, ხარშავენ, ამწნილებენ. ეს იმიტომ, რომ, ჩილისგან განსხვავებით, იგი სიცხარით არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, გემოვნური თვისებები და სარგებელი ამ წიწაკას სასურველ პროდუქტად აქცევს ნებისმიერ დაბალანსებულ რაციონში.



ბულგარული წიწაკის კალორიულობა
100 გ უმ წიწაკაში სულ 29 კალორიაა. თუმცა, ბულგარული წიწაკა არამხოლოდ დიეტის მომხრეებისთვისაა სასარგებლო. საქმე ისაა, რომ ბოსტნეული შეიცავს ამინომჟავებს, ცხიმოვან მჟავებს, დიდი რაოდენობით კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმსა და რკინას, რომლებიც აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის.



ბულგარული წიწაკის თითოეულ სახეობაში ნივთიერებათა კონცენტრაცია სხვადასხვაგვარია. ამრიგად, წითელ წიწაკაში დიდი რაოდენობით რეტინოლია, რომელიც მხედველობისთვისაა კარგი. ყვითელ პროდუქტში მეტი კალიუმია, რომელიც სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვების სწორად ფუნქციონირებისთვის. მწვანე წიწაკა შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოსტერინებს, რომლებსაც ქოლესტერინი გამოჰყავს ორგანიზმიდან.



რითია სასარგებლო ბულგარული წიწაკის რეგულარული მოხმარება
  1. იმუნიტეტის გამყარება დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავის დახმარებით;
  2. არტერიული წნავის ნორმალიზება;
  3. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების სტაბილიზაცია;


  4. გემოგლობინის დონის ნორმალიზება რკინის შემცველობის წყალობით;
  5. ორგანიზმიდან შხამიანი და საშიში ნივთიერებების გამოდევნა;
  6. მხედველობის შენარჩუნება;
  7. სიმსივნის გაჩენის ალბათობის შემცირება;
  8. ნერვული სისტემის სტაბილიზაცია B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის წყალობით;


  9. კანის, თმებისა და ფრჩხილების გაჯანსაღება A ვიტამინის ხარჯზე;
  10. ენერგიის მოზღვავება.
მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, წიწაკა ყველასთვის რეკომენდებული როდია. კუჭის წყლულის, გასტრიტის, ბუასილის ან თირკმლების დაავადებების მქონე ადამიანებმა უარი უნდა თქვან ამ პროდუქტის მოხმარებაზე.
მათთვის კი, ვისაც ასეთი უკუჩვენებები არ აქვს, ბულგარული წიწაკა შესანიშნავი დანამატია ყოველდღიური რაციონისთვის.



რა თქმა უნდა, ყველას მოგვწონს მომზადებული წიწაკა, თუმცა მაქსიმალური სარგებლისთვის იგი უმად უნდა მიირთვათ სალათებში. თერმული დამუშავების შემდეგ ხომ იგი დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებას კარგავს. მთავარია - დაჭერით იგი დიდ ნაჭრებად, რათა წიწაკამ მეტი წვენი შეინარჩუნოს, რომელშიც მთელი სასარგებლო ნივთიერებებია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.