» » » სასარგებლო რჩევები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

სასარგებლო რჩევები, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

კვების ნორმალიზება გულისა და სისხლძარღვების პრობლემის დროს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. აუცილებელია ორგანიზმმა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ხელს შეუწყობს სისხლძარღვების გამაგრებას, თრომბების წარმოქმნას და სისხლის ცირკულაციის პროცესების ნორმალიზებას.

  • რუტინი (P ვიტამინი) განსაკუთრებით C ვიტამინთან ერთად აღადგენს სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს კაპილარების სიმყიფეს. ბევრია ის ასკილში, ციტრუსებში, შავ მოცხარში, ცირცელში, მწვანე ჩაიში, ლუდსა და ღვინოში.

  • ჩვენს გულს აუცილებლად სჭირდება ვიტამინი B6 და იოდი, რომელიც ამაღლებს ჰორმონალური ფარისებრი ჯირკვლების სინთეზს და ამით ხელს უწყობს ლიპიდების გადამუშავების პროცესებს. ამ მიზნით რეკომენდებულია დიეტაში ზღვის პროდუქტების ჩართვა: ლამინარიისაგან, კალმარებისა და მიდიებისგან მომზადებული კერძები.

  • C ვიტამინი მონაწილეობს სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებათა გამომუშავებაში, სწორედ ის არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი ორგანიზმი ეწინააღმდეგება ავადმყოფობას, ხელს უწყობს სისხლის რკინით უკეთ მომარაგებას. გარდა ამისა C ვიტამინი ხელს უწყობს სისხლში კარგი ქოლესტერინის მატებას. C ვიტამინი ბევრია ციტრუსებში, ასკილში, ბულგარულ წიწაკაში, ქაცვში, პომიდორიში, მწვანილში.

  • E ვიტამინი არის ძალზე კარგი ანტითრომბინი; იგი ანელებს სისხლის შედედების უნარს, ხელს უწყობს ვენებისა და არტერიების გაწმენდას შესქელებული სისხლისგან, ამაგრებს კაპილარებს. საკმარისი რაოდენობის E ვიტამინის მისაღებად საჭიროა დღეში 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთის მიღება.

რა უნდა იცოდეს გულით ავადმყოფმა
  1. ჭამეთ ნაკლები მარილი. ზედმეტი მარილი იწვევს ჰიპერტონიას, რომელიც ათეროსკლეროზთან ერთად ძალზე საშიშია. გახსოვდეთ, რომ დღეში მისაღები მარილის მაქსიმალური რაოდენობა არის ერთი ჩაის კოვზი (კოვზზე თითის გადასმის შემდეგ რაც დარჩება).

  2. თუ შეშუპებისკენ მიდრეკილება გაქვთ, დღეში 1-1,2 ლიტრზე მეტ სითხეს ნუ მიიღებთ წვნიანებისა და კომპოტი-კისელების ჩათვლით.

  3. შეზღუდეთ შაქრის მოხმარება.

  4. უარი თქვით ცხიმიან საჭმელებზე. საჭმელში იხმარეთ ზეთები. მაიონეზი შეცვალეთ უცხიმო (ან ნაკლებცხიმიანი) არაჟნით. მხოლოდ ისიც ბევრი არ არის სასურველი.

  5. დაივიწყეთ ცხარე საჭმელები, შემწვარ-მოხრაკულები და შებოლილი პროდუქტები.

  6. უპირატესობა მიანიჭეთ ფაფებს, მოხარშულ, ორთქლში, ფოლგაში ჩაშუშულ საჭმელებს.

  7. თუ ზედმეტი წონა გაქვთ, პურს ნუ მიეძალებით - დღეში 2-3 ნაჭერზე მეტს ნუ მიიღებთ.

  8. საჭმელი უნდა იყოს მსუბუქი; კვების რეჟიმი - დანაწევრებული: დღეში 5-6-ჯერ.

  9. რაფინირებული და გაწმენდილი პროდუქტები უნდა შეიცვალოს არარაფინირებულით. რაფინირებული შაქარი შეცვალეთ თაფლით, თეთრი ფქვილი - დაღერღილით, თეთრი პური - შავით. ბრინჯი შეიძლება მხოლოდ გახეხილი.

  10. გაზარდეთ უჯრედისა და რთული ნახშირწყლების გამოყენება. სასურველია 5-დან 7 სახეობამდე ხილისა და ბოსტნეულის მოხმარება.

  11. თუ სუსტი გულის კუნთი გაქვთ და არითმიაც გაწუხებთ, რაც შეიძლება ხშირად ღეჭეთ ლიმონის ქერქი. იგი ძალზე მდიდარია ეთერზეთებით და კარგად მოქმედებს სისხლძარღვებზე.

მეცნიერული ფაქტი
თევზის დღე კვირაში ორჯერ გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა რისკს 50 %-ით ამცირებს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.