ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა აღსადგენად და დამცველობით მექანიზმთა მოსაძლიერებლად სასარგებლოა მზესუმზირის ზეთის პროცედურები:
- პირში 20-25 წუთით უნდა დაიგუბოთ 1-2 სადილის კოვზი ზეთი და პირის ღრუში ისე ატრიალოთ, თითქოს ივლებდეთ ან კანფეტს წუწნიდეთ. ამ არცთუ სასიამოვნო პროცედურის დროს, გირჩევთ, სასიამოვნო მოგონებებში ჩაიძიროთ, თქვენი ცხოვრების მშვენიერ წუთებზე იფიქროთ, ასე დრო უფრო მალე გავა და პროცედურაც უსიამოვნო აღარ მოგეჩვენებათ. პირში დაგუბებული ზეთი თავდაპირველად სქელდება, მერე კი თხევადდება, წყალწყალა ხდება. პირველ ხანებში შეგიძლიათ პროცედურის 12-15 წუთი დაუთმოთ, მერე კი ნელ-ნელა გაახანგრძლივოთ. საკმაო დრო რომ გავა, ზეთი უნდა გადააფურთხოთ და პირში თბილი წყალი გამოივლოთ. უმჯობესია, პროცედურა დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ ჩაიტაროთ. სასურველი შედეგის დასაჩქარებლად ზეთი შეგიძლიათ დღეში რამდენიმეჯერაც კი დაიგუბოთ. ამ პროცედურას ორგანიზმიდან წიდა - მავნე ნივთიერებები და ნივთიერებათა ცვლის არასასურველი პროდუქტები გამოაქვს.