საცობები ყელში
ამ მოყვითალო-მოთეთრო საცობებისთვის ძალზედ უსიამოვნო სუნია დამახასიათებელი. რგორც წესი, მათი წარმოქმნის მთავარი მიზეზი ყელის და ნუშურა ჯირკვლების ქრონიკული ანთებითი დაავადებებია - ტონზილიტი.
ხალხური მედიცინა გვთავაზობს საშუალებას, რომელიც მარტივად და ეფექტურად გვაშორებს ტონზილიტურ საცობებს.
1. სოდის გამოვლება
200 მლ თბის წყალში გახსენით 0,5 ჩ.კ სოდა, 0,5 ჩ.კ მარილი და 2-3 წვეთი იოდი. მიღებული ხსნარი გამოივლეთ დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ სითხე არ გადაყლაპოთ.
2. არყის გამოვლება
ძალზედ უცნაური, თუმცა ეფექტური მეთოდი. ამ პროცედურის შემდეგ უკეთესი იქნება, თუ საჭესთან არ დაჯრებით...
3. ბალახებით მკურნალობა
შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით გვირილის, სალბის და ფარსმანდუკის მშრალი ყვავილები. 2 ს.კ მიღებულ ნარევს დაასხით მდუღარე წყალი და მიეცით ოთახის ტემპერატურაზე გაგრილების საშუალება. გაფილტრეთ ნარევი და გამოივლეთ სითხე პირის ღრუში. ეს საშუალება ძალზედ ეფექტურია!
მექანიკურად ტონზილიტური საცობების მოშორება სახლის პირობებში ძალზედ სახიფათოა. ამ პროცედურისთვის უმჯობესია მიმართოთ ექიმს.
იზრუნეთ საკუთარ თავზე და არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!