» » » გამოვიყურებოდეთ სრულყოფილად მაკიაჟის გარეშე? ადვილია - 12 სილამაზის ხრიკი

გამოვიყურებოდეთ სრულყოფილად მაკიაჟის გარეშე? ადვილია - 12 სილამაზის ხრიკი

ყოველდღიური მაკიაჟის გარეშე ცხოვრების შესაძლებლობის განხილვისას, ქალები ბუნებრივი სილამაზის მიღმა აბსტრაქტულ იდეალს ტოვებენ, მაგრამ სინამდვილეში შეუღებავი ადამიანის ქუჩაში გამოსვლას ნამდვილ თავგადასავლად და უგუნურ გამბედაობად მიიჩნევენ.

როგორ გავხადოთ სახის კანი იდეალური

მაკიაჟი დამხმარე საშუალებიდან ნამდვილ დამოკიდებულებად მარტივად გარდაიქმნება: ჩვენ ვეჩვევით პუდრ წასმულ კანს, შეღებილ წარბებს, ღია ფერის ტუჩებს. ხშირად ჩვენ ბუნებრივ სახეს აღვიქვამთ როგორც სახეს, რომელსაც აუცილებლად გაუმჯობესება და შეღებვა სჭირდება. და იცით თუ არა, რომ იდეალურ სახეს შეიძლება კოსმეტიკის გარეშე მიაღწიოთ? ამისთვის საკმარისია იცოდეთ რამდენიმე საიდუმლო... "რჩევების" რედაქციამ თქვენთვის მოვლილი გარეგნობისკენ 12 ნაბიჯი მოამზადა. ისარგებლეთ!

1. სახის ნათელი ფერი

სახის უფრო ჯანსაღი იერის მიღებაში გვირილების ჩაი დაგეხმარებათ. ბუნებრივი სილამაზის ელექსირის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ს/კ გვირილა (ყვავილები აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ) და მდუღარე წყალი 1 ჭიქა. აადუღეთ ჩაი და გააჩერეთ თერმოში 30წუთით. შემდეგ გადაწურეთ, ცოტა გააგრილეთ და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. დალიეთ ყოველდღე უზმოზე ცარიელ კუჭზე. მხოლოდ ორი კვირა და თქვენი კანი უბრალოდ იდეალური გახდება!




2. გრძელი და სქელი წამწამები

წამწამები რომ გაიზარდოს და ლამაზად გამოიყურებოდეს, მათზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ. ამისთვის დაგჭირდებათ კვების ეს საშუალება, რომლის სახლში მომზადებასაც მარტივად შეძლებთ. 
პატარა ქილაში აურიეთ თანაბარი რაოდენობით აბუსალათინის, ნუშის, სეზამის და ბირკავას ზეთი. დაუმატეთ E ვიტამინი (რომ შენახვის ხანგრძლივობა გააგრძელოთ). წაისვით ღამე მშრალ წამწამებზე და დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. უკვე ორ კვირაში შესამჩნევ შედეგს დაინახავთ. 




3. მოიშორეთ მტვრევადი თმა და გაყოფილი ბოლოები 

თმის შეღებვა, ფენი, სუსტი იმუნიტეტი, ქრონიკული დაავადება - ყველაფერი თმის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. მტვრევადი და გაყოფილი ბოლოების მოშორება ნიღბის დახმარებით შეიძლება, რომლის სახლში მომზადებასაც მარტივად შეძლებთ. 
მცირე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გული და ნახევარი ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი დანამატების გარეშე. შემდეგ 1 ს/კ აბუსალათინის და ქოქოსის ზეთი, 1 ს/კ ავოკადო და ჟოჟობა დაუმატეთ. წაისვით სველ თმაზე, დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი. 1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. 




4. ხელები - ქალების სავიზიტო ბარათი

ხელის კანი რომ რბილი გავხადოთ, აიღეთ მცირეოდენი თქვენი საყვარელი ხელის კრემი და აურიეთ ამავე რაოდენობის ხარისხიან ძმართან. შეიზილეთ ხელზე ღამით და უკვე რამდენიმე კვირაში იგრძნობთ, თუ თქვენი ხელები რამდენად გლუვი და რბილი გახდა. 




5. პიგმენტურ ლაქებთან და ჭორფლთან ბრძოლა

არსებობს რამდენიმე მეთოდი. ნელი, მაგრამ ნამდვილად ეფექტური - დაჭრილ ნიახურს მდუღარე დაასხით. გააჩერეთ ნახევარი საათით და გადაწურეთ, გამოიყენეთ სახის და სხეულის გასაწმენდად დღეში 3-ჯერ. 
ჭორფლების სწრაფად მოშორებისთვის ლიმონის წვენი და ძლიერი ჩაი გამოიყენეთ. ამ ხსნარით დღეში 2-ჯერ სახე გაიწმინდეთ და ჭორფლები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. 




6. გლუვი და ბრწყინვალე თმები

ეს ნიღაბი - თმის გასაძლიერებლად შეუცვლელი საშუალებაა. ბანანის ნაყოფი და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დააბლენდერეთ. შემდეგ 2 ჩ/კ თაფლი და 1 ს/კ იოგურტი დანამატების გარეშე დაუმატეთ. კარგად აურიეთ. წაისვით სველ თმებზე და ნახევარ საათში წყლით კარგად ჩამოიბანეთ. შედეგი აუცილებლად გაგაოცებთ!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.