ნიახური ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი უნიკალური საშუალებაა. მას სხვა არაერთი დაავადების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდაც იყენებენ. შუა საუკუნეებში მას სიყვითლის, რევმატიზმის, სისხლნაკლულობისა და თირკმელების დაავადების დროს ხმარობდნენ. ნიახური შეიცავს ეთერზეთს, მინერალურ ნივთიერებებს, C, B, PP - ჯგუფის ვიტამინებს.
- ნიახურის ნაყენი მამაკაცებს ენერგიით ავსებთ. თუმცა მისი მიღება მხოლოდ მამაკაცებისათვის როდია სიკეთის მომტანი. კლიმაქსის პერიოდში ქალებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს და შესაძლო გართულებისგან დაიცავს შემდეგი ნარევი, რომელიც ნიახურის ფესვებისაგან, საშუალო ზომის ვაშლისა და სტაფილოსგან მზადდება: ისინი მსხვილლ სახეხზე გახეხეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 3 ცალი ნიგოზი და მარილი გემოვნებით. მიღებულ მასას ცოტა მცენარეული ზეთი დაამატეთ. ნიახურის მიღება აბსოლუტურად ყველა ადამიანისათვის არის სასურველი, გარდა ფეხმძიმე და მეძუძური დედებისა.
- ართრიტის დროს მიირთვით ნიახურისა და ოხრახუშის ნაყენი თანაბარი რაოდენობის მწვანილს (50-50 გრ) 1 ლიტრი მდუღარე დაასხით, დააყოვნეთ, გაფილტრეთ და მიღებული დღეში სამჯერ, ჭამის წინ 2 სუფრის კოვზი დალიეთ.
- რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სახსრების ტკივილების დროს კი ნაყენი შემდეგნაირად მოამზადეთ: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნიახურს 0,5 ლ. ადუღებული წყალი დაასხით, 4 სთ. გააჩერეთ, შემდეგ გაწურეთ და თავდახურულ ჭურჭელში გადაიტანეთ. მიიღეთ ორი სუფრის კოვზი სადილამდე ნახევარი საათით ადრე.