ქოქოსის ზეთი თანდათანობით პოპულარული ხდება და ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ფეხს იკიდებს. "რჩევების" რედაქცია მისი გამოყენების 29 უნივერსალურ გზას გთავაზობთ როგორ სამზარეულოში, ასევე საყოფაცხოვრებო საქმიანობასა და მედიცინაშიც კი.
ქოქოსის ზეთი სილამაზისთვის
- თმის მოვლა
ქოქოსის ზეთის გამოყენება საუკეთესო საშუალებაა თმა უფრო ხავერდოვანი, რბილი გახადოთ და გაყოფილი ბოლოები (დაბანამდე ბოლოებზე ცოტა ზეთი წაისვით)მოიშოროთ. მასში შედის ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც თმის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. ქოქოსის ზეთი თაფლში აურიეთ, წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 40 წუთით. ჩვეულებრივი შამპუნით ჩამოიბანეთ. თავის კანის მასაჟი ქოქოსის ზეთით დაგეხმარებათ ქერტლის მოშორებაში და მის შემდგომ გაჩენას ხელს შეუშლის. - სახის კანის მოვლა
ქოქოსის ზეთი კანს არბილებს, კვებავს, ანიჭებს ფერს და ბრწყინვალებას. უბრალოდ ცოტა ზეთი საკვებ სოდაში აურიეთ (სოდა საუკეთესო ნატურალური სკრაბია), წაისვით სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით და ცოტათი დაიმასაჯეთ. შემდეგ სკრაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. - ნუნების მოვლა
ქოქოსის ზეთი მშრალი და აქერცლილი ნუნების მოვლის შესანიშნავი საშუალებაა. უბრალოდ ფრჩხილის ფირფიტის ირგვლივ წაისვით და შედეგს დაუყონებლივ ნახავთ. - ტუჩების მოვლა
ქოქოსის ზეთი ჰიგიენური პომადის შესანიშნავი ალტერნატივაა. თუ თქვენი ტუჩები ხშირად გიშრებათ, ქოქოსის ზეთის და ყავისფერი შაქრის სკრაბი დაგეხმარებათ. - სხეულის მოვლა
ერთ-ერთი ყველაზე მოქმედი და მარტივი საშუალება სხეულის კანი წესრიგში მოიყვანოთ - ქოქოსის ზეთის, მარილის ან ყავისფერი შაქრისგან სკრაბი გააკეთეთ. კანის დასატენიანებლად დაუმატეთ ქოქოსის ზეთს წყალი აბაზანის მიღების დროს. - დემაკიაჟი
ბევრმა ჩვენგანმა შეამჩნია, რომ ჩვეულებრივი დაბანის შემდეგი, სპეციალური ქაფის გამოყენებითაც კი, კანის გამოშრობის შთაბეჭდილება იქმნება. ასე რომ არ მოხდეს, ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ. უბრალოდ კანზე ცოტა ზეთი წაისვით, გაიჩერეთ 5 წუთით და სახე სველი სალფეთქით ჩამოიწმინდეთ, მაკიაჟი გაქრება! - ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგოდ
ქოქოსის ზეთი - ეფექტური საშუალებაა ნაოჭების საწინააღმდეგოდ და საუკეთესო ალტერნატივა ძვირადღირებული ანტიასაკობრივი კრემების და სუმების. ყველაფერი, რაც გჭირდებათ - წაისვით ცოტა ზეთი თვალის ირგვლივ კანზე და ნაზად შეიზილეთ. - მზის დამწვრობა
თუ ლამაზი თანაბარი რუჯის ნაცვლად დამწვრობა მიიღეთ, წაისვით გაწითლებულ ადგილას ცოტა ქოქოსის ზეთი. ის გაღიზიანებას შეამცირებს, კანს დაატენიანებს და ქავილს შეამცირებს. - ფეხის კანის მოვლა
თუ გსურთ, ფეხებმა არა მხოლოდ თვალი გაახაროს, არამედ ჯანმრთელი იყოს, ქოქოსის ზეთი გამოიყენეთ. ის კანს ძვირადღირებულ კრემზე ნაკლებად არ არბილებს, ასევე დეზოდორანტის და ანტისეპტიკის როლში გამოვა. ფეხის უსიამოვნო სუნს რომ უკეთ მოერიოთ, ქოქოსის ზეთში ცოტა ჩაის ხის ზეთი დაუმატეთ. - წამწამების მოვლა
ქოქოსის ზეთი დადებითად მოქმედებს წამწამების მდგომარეობაზე. ის წამწამებს ელასტიურობას, სირბილეს ანიჭებს, მათ უფრო ფუმფულას და მსხვილს ხდის. უბრალოდ წამწამებზე ცოტა ქოქოსის ზეთი წაისვით ძილის წინ.