დაგჭირდებათ:
- 1 ჭ მცენარეული ზეთი
- 50 გრ თაფლის სანთელი
- 20 გრ პარაფინი
- 1 კვერცხის გული
- 2 აბი სტრეპტოციდი
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ მცენარეული ზეთი, მცირე ხანს ადუღეთ და ქურიდან გადმოდგით. ოდნავ რომ შეგრილდება, დაუმატეთ თაფლის სანთელი და სუფთა პარაფინი, კარგად მოურიეთ და გაცივება აცადეთ. როგორც კი გაცივდება, დაუმატეთ კვერცხის გული და სტრეპტოციდი. ისევ კარგად ათქვიფეთ და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე.
არაჩვეულებრივია შემდეგი მალამოც:
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/ჭ მცენარული ზეთი (ნებისმიერი)
- 1 ხახვის თავი
- 15-20 გრ ფუტკრის ცვილი
მომზადების წესი:
ზეთი წამოადუღეთ, ჩააგდეთ მასში საშუალო ზომის დაჭრილი ხახვი, როგორც კი ოქროსფრად შეიფერება, ამოიღეთ და ზეთში ფუტკრის ცვილი ჩააგდეთ. როგორც კი ცვილი გადნება, მთელი მასა ჩაასხით ქილაში და გააგრილეთ. მალამო მზადაა.