ალბათ, ყველა ქალი, ვისაც კი ბავშვი გაუჩენია ან მჯდომარე, ნაკლებად მოძრავ ცხოვრებას ეწევა, შეჯახებია ყაბზობის პრობლემას, რომლის შედეგადაც შესაძლოა უკანა ტანის არეში ნახეთქები გაჩნდეს, სისხლდენა, ტკივილი დაიწყოს. მინდა გასწავლოთ რეცეპტი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
- თავდაპირველად უნდა შეზღუდოთ ისეთი პროდუქტებით კვება, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებით (თეთრი პური, ფუნთუშები, მაკარონი ), რაციონში შეიტანოთ მეტი ხილი და ბოსტნეული, წვენები და ჩირი. დილა დაიწყეთ გადადუღებული წყლის სმით - ეს ნაწლავებს ერთგვარად გაასუფთავებს; დღის განმავლობაში ერიდეთ სახელდახელოდ წახემსებას, მით უმეტეს, ისეთი საკვებით, როგორიც არის ჩიპსები, გაზიანი წყალი და სხვა. ორგანიზმისთვის სრულფასოვანი სადილი აუცილებელია.
- ტუალეტის შემდეგ უკანა ტანი ჩაიბანეთ ნელთბილი წყლით. აიღეთ პროპოლისი (მე მას მეფუტკრეებისგან ვყიდულობ), გააცივეთ და გახეხეთ, 1 ჩაის კოვზს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და ჩადგით წყლის აბაზანაში 20 წუთით. შემდეგ გადმოდგით, კარგად (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე) აურიეთ და მაცივარში ( არა საყინულეში!) შედგით. რომ გაცივდება, პატარ-პატარა ნაჭრები ჩამოაჭერით და ძილის წინ სანთლებივით გაიკეთეთ უკანა ტანში. ნახეთქები ძალიან მალ შეგიხორცდებათ, სისხლდენაც შეჩერდება.