» » ყველაზე გემრიელი სააღდგომო კულიჩი მხოლოდ ამ რეცეპტით გამოდის. თხლად გააბრტყელეთ ცომი, გულუხვად მოაყარეთ პუდრა.

ყველაზე გემრიელი სააღდგომო კულიჩი მხოლოდ ამ რეცეპტით გამოდის. თხლად გააბრტყელეთ ცომი, გულუხვად მოაყარეთ პუდრა.

ყველა დიასახლის სააღდგომო კულიჩის მომზადების თავისი ორიგინალური რეცეპტი აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სურნელოვანი სააღდგომო პურის მომზადება - მთელი ხელოვნებაა: ცომი მხოლოდ ნათელი ფიქრებით უნდა მოზილოთ, შიგთავსზე და ფერად მოსართავზე არ იძუნწოთ. 

თუ ყოველ წელს ერთსა და იმავე გამოცდილი რეცეპტით კულიჩის მომზადებაზე ხართ მიჩვეული, "რჩევების" რედაქცია გირჩევთ ამ ექსპერიმენტის ჩატარებას, რომლებიც მთელ ოჯახს გაახარებს. ეს შესანიშნავი კულიჩი სააღდგომო დღესასწაულის ნამდვილი ჰიტი იქნება. 



"რჩევების" რედაქცია დაჟინებით გირჩევთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის კულიჩი "კრაფინი" მოამზადოთ - რბილი კექსის და ფხვიერი კრუასანის ნარევი სააღდგომო სტილში მომზადებული. გაგაოცებთ არა მხოლოდ უჩვეულო გემოთი, არამედ მომზადების წესითაც: როცა ცომი და შიგთავსი ერთად ცხვება, იბადება გასაოცარი დელიკატესი, რომლის არ მომზადებაც ცოდვაა!

კულიჩი "კრაფინი"
ინგრედიენტები:

  • 350 გრ ხორბლის ფქვილი

  • 110 მლ რძე

  • 2 კვერცხის გული

  • 1 კვერცხი

  • 40 გრ კარაქი

  • 100 გრ ნუშის ფურცლები

  • 80 გრ შაქარი

  • 0.5 ჩ/კ მარილი

  • 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი

  • 7 გ საფუარი

  • 200 გ გამხმარი მოცვი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში ან სხვა მშრალი ხილი)

  • 8 გრამი ვანილი



მომზადება

1. შეურიეთ საფუარი 1 ჩ/კ შაქარს და დაასხით თბილი რძე. ნარევი თბილ ადგილას დადევით, სანამ მის ზედაპირზე ქაფი არ წარმოიქმნება. 



2. დაადნეთ კარაქი. ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გული და ვანილი. კვერცხი აქაფებამდე ათქვიფეთ.



3. ღრმა ჭურჭელში ფქვილი ჩაყარეთ და პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ. ჩაასხით საფუარი, დაუმატეთ აქაფებული კვერცხი, კარაქის ნაწილი და მარილი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი კარაქი და ცომი მოზილეთ. ცომი მოზილეთ სანამ ხელიდან არ მოგძვრებათ. 



4. ცომი კარაქ მოსმულ ღრმა ჭურჭელში გადაიტანეთ. ზედაპირს ზეთი ოდნავ წაუსვით, დაახურეთ ცელოფანი და თბილ ადგილას 1,5-2 საათით დადგით, რომ მომავალი კულიჩის ცომი კარგად ამოვიდეს. 



5. როცა ცომი გაიზრდება, სამ თანაბარ ნაწილად გაყავით. თითოეული დაამრგვალეთ და კვლავ ცელოფანში 10 წუთით გაახვიეთ.



6. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ, ცომის ერთი ნაწილი თხლად გააბრტყელეთ. ცომი ნახევრად გამჭირვალე უნდა იყოს, მაგრამ არ გადააჭარბოთ, რომ არ გაწყდეს. ცომს დამდნარი კარაქი შეურიეთ. 



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.