» » » ცომსაკაზმს საღამოს ვამზადებ, დილით ცომს ვურევ და ნამცხვრი ისეთი გემრიელი გამოდის, როგორც არასდროს.

ცომსაკაზმს საღამოს ვამზადებ, დილით ცომს ვურევ და ნამცხვრი ისეთი გემრიელი გამოდის, როგორც არასდროს.

დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ სააღდგომო კულიჩი ვენის ცომიდან - რბილი, ტკბილი, ჰაეროვანი. ამ რეცეპტით ცომსაკაზმი ძალიან გემრიელი გამოდის და დიდხანს ნარჩუნდება. 



სააღდგომო კულიჩისთვის ვენის ცომი რეცეპტი ავსტრიიდან მოვიდა. იქ ასეთი ცომისგან გემრიელ ფუნთუშებს ამზადებენ. კულიჩისთვის ვენის ცომი აუცილებლად თბილ სამზარეულოში უნდა მოამზადოთ . ასევე ეცადეთ თავი აარიდოთ ორპირ ქარს - საფუარის ცომს ეს ძალიან არ უყვარს. 



თავდაპირველად ცომი მზადდება, რომელიც მინიმუმ 8 საათი უნდა გააჩეროთ. მოსახერხებელია მისი საღამოს მოზელა, ასე უკვე დილით კულიჩები გამომცხვარი გექნებათ. 

ვენის ცომი კულიჩისთვის
ცომსაკაზმს საღამოს ტოვებენ, დილით ცომს ზელენ და კულიჩებს ამზადებენ. ყველაზე მთავარია - აირჩიოთ მაღალხარისხიანი საფუარი. მითითებული რაოდენობიდან 6 კულიჩი გამოდის, თითოეული 500 გრ. 

ინგრედიენტები ცომისთვის 
  • 500 გრ შაქარი

  • 6 კვერცხი

  • 300 გრ კარაქი

  • 50 გრ ახალი საფუარი

  • 500 მლ რძე

  • 1.5 კგ ხორბლის ფქვილი

  • 1 ჩ/კ მარილი

  • 1 ჩ/კ ვანილის ფხვნილი

  • 150 გრ ქიშმიში ან ცუკატი 

  • მცენარეული ზეთი ფორმებზე წასასმელად. 



ინგრედიენტები მოსართავად

  • 1-2 კვერცხის ცილა
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი 
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი



მომზადება

  1. რძე გააცხელეთ, რომ ის თბილი იყოს და არა ცხელი! გახსენით მასში საფუარი.  აიღეთ ჩვეულებრივი საფუარი, მშრალი არა. 

  2. შეურიეთ კვერცხი და შაქარი. 



  3. მიქსერის დახმარებით კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ სანამ თეთრ მასას არ მიიღებთ. 



  4. გაადნეთ კარაქი და რძე საფუართან ერთად ჩაასხით. 

  5. აქვე დაუმატეთ ათქვეფილი შაქრიანი კვერცხი. 

  6. ყველაფერი კარგად აურიეთ, დაახურეთ თავსახური და თბილ ადგილს დადგით დაახლოებით 8-10 საათი, ამიტომ უმჯობესია თუ მთელი ღამით დატოვებით, დილით კი ცხობას შეუდგებით. 

  7. დილით კვლავ აურიეთ, დაუმატეთ მარილი და ვანილი. 

  8. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. 



  9. დაასველეთ და შემდეგ გააშრეთ ქიშმიში, დაუმატეთ ცომს. 



  10. აურიეთ ცომი მინიმუმ 20 წუთით, სანამ ხელიდან თავად არ მოგძვრებათ. რაც უფრო დიდხანს მოურევთ, მით უფრო გემრიელი გამოვა. 



  11. ცომი ფორმებში გადაანაწილეთ, აავსეთ 1/3 ნაწილი. კულიჩის გამოსაცხობად გამოგადგებათ მეტალის ან კერამიკის ფორმები. წინასწარ მათ მცენარეული ზეთი წაუსვით, რომ მომზადებულმა ცომმა ფორმის კედლებს არ მიეწებოს. 
    ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია სააღდგომო ქაღალდის ფორმები - მათთვის ცხიმის წასმა არ დაგჭირდებათ, ხოლო გამომცხვარი ასეთ ფორმაში ძალიან ლამაზი ჩანს. ფორმები თბილ ადგილას დადეთ 2,5 საათით, დაე ამოვიდეს. 

  12. როცა ფორმებში ცომი საკმარისად ამოვა, ღუმელში შედგით, რომელიც წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებული უნდა გქონდეთ. გამოაცხვეთ 30-50 წუთით. გამოცხობის დროს კულიჩის ფორმაზე არის დამოკიდებული. მომზადდა თუ არა შეამოწმეთ ხის ჩხირით. 

  13. ათქვიფეთ მიქსერით ცილა და ლიმონის წვენი კულიჩის მოსართავად.



  14. გააგრძელეთ ჩანგლით ათქვეფა, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ. 

  15. ცხელი კულიჩები ან ცილოვან-შაქრიანი მოსართავით გააფორმეთ, ზემოდან ფერადი დეკორებით მორთეთ. ყურადღება მიაქციეთ რომ მოსართავი სწრაფად ცივდება!



  16. კულიჩები ვენის ცომისგან მზადაა. გემრიელად მიირთვით და დადე დღესასწაული ნათელი დღეები მოგიტანოთ!



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.