გამოიყენება მისი ფოთლები.
ევკალიპტის ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ძლიერი ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მიიღება სხვადასხვა ხველების, სასუნთქი გზების დაავადებების, მალარიის, მწვავე კუჭისა და ნაწლავების დაავადებების და გრიპის დროს.
მიღება: 20-30 წვეთი 1/4 ჩაის ჭიქა ანადუღარ და გაცივებულ წყალში 3-ჯერ დღეში. გარეგანად ნაყენი მიიღება გამორეცხვებისა და ინგალაციების სახით ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებების (ანგინა, ლარინგიტი, სურდო, ტრაქეიტი, კატარული ბრონქიტის, ფილტვების აბსცესის) დროს. ნაყენს ხმარობენ მოსაბანად ჩირქოვანი წყლულების, ჭრილობების, წითელი ქარის, აბსცესების, ფლეგმონების, ჩირქოვანი მასტიტისა და ზოგიერთი კანის ჩირქოვანი დაავადებების დროს ).
ნაყენით გამორეცხვებს იკეთებენ საშვილოსნოს ყელის წყლულისა და ეროზიის დროს. ამისათვის 1 სუფრის კოვზ ნაყენს ხსნიან ანადუღარ ნელთბილ 1 ჩაის ჭიქა წყალში. ნაყენი კარგ შედეგს იძლევა რადიკულიტის, ნევრალგიისა და რევმატული დაავადებების დროს მტკივანი ადგილების შეზელვისას.