» » » უკვე რამდენიმე წელია ქრონიკულ ენტერიტს მცენარეული საშუალებებით ვუმკლავდები.

უკვე რამდენიმე წელია ქრონიკულ ენტერიტს მცენარეული საშუალებებით ვუმკლავდები.

ნაწლავების მძიმე დაავადება რომ მქონდა, შემთხვევით შევიტყვე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წამდაუწუმ მეშლებოდა კუჭი, ზოგჯერ კი შეკრულობა მტანჯავდა. მოგვიანებით შევამჩნიე, რომ ჩემი ორგანიზმი ვერ იტანდა რძეს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. შევამჩნიე, რომ ჭამიდან 2-4 საათის შემდეგ მუცელი მტკივდებოდა და მებერებოდა, თითქოს შიგნიდან რაღაც მჭირდა. მივედი ექიმთან, ჩავაბარე ანალიზები, ჩავიტარე გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ ქრონიკული ენტერიტი მქონია. დავიწყე მკურნალობა, მაგრამ არა ჩვეულებრივი წამლებით, არამედ ბალახებით და უკვე რამდენიმე წელია, მათი წყალობით ვუმკლავდები ავადმყოფობას.

  • 3 სუფრის კოვზ კრაზანას დაასხით 1/2 ჭიქა ანადუღარი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუ განავლოვანი მასა თხელია, კრაზანას ნაყენი შედეგს 3-4 კვირის შემდეგ გამოიღებს.



  • ყაბზობისა და ბუასილის დროს ნაყენს ჩაამატეთ 1,5 ჭიქა მინდვრის წალიკას (მატიტელას) არყიანი ექსტრაქტი: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ბალახი და დააყენეთ 100 გრამ არაყზე 12 დღის განმავლობაში. მზა ნაყენში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი კრაზანას ნაყენი. სვით 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ ერთი-ორი კვირა დაისვენეთ და კვლავ ოთხკვირიანი კურსი ჩაიტარეთ.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.