შავი ჩაის ნაცვლად მწვანე სვით; ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 30 მლ ცხელი (პირს უნდა გწვავდეთ) წყალი - ის კაპილარებს ასუფთავებს. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღეები: რძისა (მთელი დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ 5 ჭიქა რძე), ვაშლისა (1,5 კგ ვაშლი), ბრინჯისა და ვაშლისა (მთელი დღის განმავლობაში მიირთვით 800-900 გ ვაშლი, ხოლო 3-ჯერ- ბრინჯის ფაფაც: 25 გ ბრინჯი მოხარშეთ 1 ჭიქა რძეში), ხილისა (1,5 კგ სხვადასხვა ხილი), მაწვნისა, ხაჭოსი, ვაშლიანი ხაჭოსი, კომპოტისა და ა.შ. ისეირნეთ, რაც შეიძლება მეტხანს. სეირნობისას თუ მოგშივდათ, მიირთვით ხილი, უცხიმო რძე ან უცხიმო ფუნთუშა. ახლა კი გასწავლით დიეტას, რომელიც 10 დღის განმავლობაში 4 კგ-ს დაგაკლებინებთ. 3-4 თვის შემდეგ დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ:
- 8.00 სთ - ფინჯანი ყავა ან ჩაი;
- 11.00 სთ - 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 8 ცალი შავი ქლიავი ან მისი ჩირი;
- 14.00 სთ - 200 გ მოხარშული ძროხის ხორცი და 100 გ კომბოსტოს ან სტაფილოს გარნირი, ვაშლი ან ფორთოხალი;
- 17.00 სთ - 30 გ ყველი ან ვაშლი;
- 20.00 სთ - 1 ჭიქა მაწონი.
პარალელურად მიიღეთ სამკურნალო აბაზანა: - აიღეთ თანაბარი რაოდენობით არყის ხის ფოთოლი (შეიძლება ტოტებიც), ჭინჭარი, მარყწვბალახა, ოროვანდის ფესვი და ფოთოლი, ბაბუაწვერა, გვირილა, მატიტელა, შვიტა და ორკბილა. ყველაფერი - გამომშრალი. დააქუცმაცეთ, 500 - 700 გ ნარევს დაასხით 8-10 ლ ცივი წყალი, ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში, 40-50 წუთით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ და აბაზანაში ჩაასხით. წყლის ტემპერატურა უნდა გესიამოვნოთ. ჩაწექით 5-10 წუთით.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილა, მატიტელა, შვიტა, შავბალახა, ბეგქონდარა. 250-300 გ ნარევს დაამატეთ იმავე რაოდენობის თივის ნაფშვენი. აბაზანა მოამზადეთ პირველ რეცეპტში მითითებული წესით.
აფთიაქებში მრავალნაირი გასახდომი ჩაიც იყიდება. გასწავლით მათი დამზადების წესს: აიღეთ თანაბარი რაოდენობით და დააქუცმაცეთ: - არყის ხის კვირტი, გვირილას ყვავილი, კრაზანა, ნეგო;
- ვარდკაჭაჭას ფესვი, ხეჭრელის ქერქი, ოხრახუში, ბაბუაწვერას ფოთოლი, სიმინდის ულვაში, პიტნა, ფარსმანდუკი;
- ანწლის ყვავილი, გვირილა, ცაცხვის ყვავილი, კამა, პიტნა;
- ხეჭრელის ქერქი, ბაბუაწვერას ფესვი, ოხრახუში, კამა, პიტნა;
- სიმინდის ულვაში, ფარსმანდუკი, ვარდკაჭაჭა, ბაბუაწვერას ფესვი, სალბი;
- კამის თესლი, გვირილა, ცაცხვის ყვავილი, ანწლი, პიტნა;
- ფარსმანდუკი, დიდგულა, ნეგო, გვირილა, კრაზანა, პიტნა, სიმინდის ულვაში, სელის თესლი, ასკილის ნაყოფი;
- აიღეთ სურვილისამებრ, რომელიმე ნაკრები, 2 ჩაის კოვზს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და 10 წუთს გააჩერეთ ნელ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით, შემდეგ გადაიღეთ თერმოსში და დილამდე დატოვეთ. მიიღეთ 100-150 გ ყოველი ჭამის წინ, უფრო ზუსტად, 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით. მკურნალობის კურსი 3-4 თვეა. 10-14-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობა სხვა ნაკრებით განაგრძეთ. სულ 12 თვე უნდა სვათ. ამის შემდეგ მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩაიტარეთ 10-14 დღიანი პროფილაქტიკური კურსი.
კურსის დაწყებამდე შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე მცენარეზე.
დასასრულ, გასწავლით ვარჯიშებს, რომლებიც გახდომაში გადეხმარებათ: - დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, რამდენიმეჯერ წამოჯექით და ხელებით ხეფის წვერებს ისე შეეხეთ, რომ მუხლებში არ მოხაროთ. შემდეგ მუხლები გულმკერდთან მიიტანეთ და ფეხები მონაცვლეობით გაშალეთ.
- ხელებით დაეყრდენით სკამის საზურგეს, ცალი ფეხი ისე გასწიეთ უკან, რომ სხეულის მთელი სიმძიმე ხელებსა და მეორე ფეხის წვერზე მოდიოდეს. შემდეგ
ხელები იდაყვში მოხარეთ, გულმკერდით შეეხეთ საზურგის კიდეს და დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 10-ჯერ. ეს ვარჯიში მუცლიდან და თეძოებიდან ქონის გაქრობას უწყობს ხელს. - იატაკზე დააფინეთ უხეში ფარდაგი, დაწექით ზურგზე, ხელები ტანზე მიიდეთ და ფრთხილად გადაბრუნდით აქეთ-იქით.
- დაწექით იატაკზე პირქვე, ხელისგულებით იატაკს დაეყრდენით და ტანი აზიდეთ. ეცადეთ, ხელები ბოლომდე გამართოთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.