» » » ბებიაჩემის მეგობარმა და ძალზე განათლებულმა ქალბატონმა, სიცხის დამწევი უმარტივესი საშუალება მასწავლა

ბებიაჩემის მეგობარმა და ძალზე განათლებულმა ქალბატონმა, სიცხის დამწევი უმარტივესი საშუალება მასწავლა

მინდა, სიცხის დამწევი საშუალება გასწავლოთ. ალბათ იფიქრებთ, უამრავი სიცხის დამწევი წამალი არსებობს და თვითშემოქმედება რაღა საჭიროაო, მაგრამ ყველას როდი შეუძლია ტაბლეტების ყლაპვა - ზოგს ალერგია აქვს, ალერგიასთან ხუმრობა კი არ ღირს. თავადაც ერთ-ერთი ამათგან ვარ, უამრავ წამალზე მაქვს ალერგია, სიცხის დამწევებზეც კი, მაგრამ გაციება და გრიპი ჩემს პრობლემებს რას დაეძებენ... წინათ სიცხის აწევა ჩემთვის ნამდვილი წამება იყო, ვიყავი ჟოლოიანი ჩაის სმასა და ოფლის დენაში. შემდეგ ერთ უმარტივეს საშუალებას მივაგენი, უფრო სწორად, ბებიაჩემის მეგობარმა, ყოფილმა პედაგოგმა და ძალზე განათლებულმა ქალბატონმა მასწავლა:

  • გახეხეთ 2 კარტოფილი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ძმარი, წაუსვით ეს ნარევი ტილოს ნაჭერზე და შუბლზე დაიფინეთ. 2 საათის შემდეგ შეცვალეთ ახლით.




ქალბატონმა, რომელმაც ეს რეცეპტი მასწავლა, ისიც მითხრა, რომ კარტოფილს შხამები გამოაქვს ორგანიზმიდან, ძმარიკი სიცხეს სწევს. ამისას ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მშველის. ერთხელ ჩვეულებრივი ღვინის ძმარი ვაშლის ძმრით შევცვალე და უკეთესი შედეგი მივიღე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.