"რჩევების" რედაქცია გიზიარებთ ტვინის, მეხსიერების და გენების მუშაობის შესახებ მისი ლექციის მთავარ თეზისს. რატომ არიან მამაკაცები ქალებზე უფრო ჭკვიანები, როგორ ახდენს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე გენები და გვატყუებს თუ არა ჩვენი ტვინი. გიზიარებთ მოსაზრებას!
თავის ტვინის მუშაობა
პირველი, რაზეც მინდა გესაუბროთ - ადამიანის ტვინი და საინფორმაციო ნაკადი არის. ტატიანა ჩერნიგოვსკაია თვლის, რომ ჩვენ ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება. თუმცა თანამედროვე ადამიანის ტვინი გადატვირთულია, რადგან საინფორმაციო ნაკადი უზარმაზარია: ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი. ამასთან რაღაც უნდა გააკეთოთ, რადგან ინფორმაციული გადატვირთვა ტვინის მუშაობაზე ცუდად მოქმედებს.
და საქმე არა ადამიანის მეხსიერებაშია, ტვინს ყველაფრის დამახსოვრება შეუძლია. ჩერნიგოვსკი ამბობს: "ტვინში ადგილი ყველაფრისთვის დარჩება, რაც გსურთ. გამოთვლაც ვცადეთ - ბოლო გამოთვლით, რომელიც მე გავაკეთე, ჩემში სკეპტიციზმს იწვევს და შემდეგამდე მივყავართ: თუ პროგრამას "სახლი 2" უყურებთ სამასი წელი შესვენების გარეშე, ტვინი ასეთი დიდი მოცულობის ინფორმაციას მაინც ვერ დაიმახსოვრებს!"
შეცდომა შეიძლება მოხდეს არა იმის გამო, რომ მოცულობა გადავსებულია, არამედ იმით, რომ გადატვირთვა ხდება. უხეშად რომ ვთქვათ, მცირე ჩაკეტვა ხდება. ასე რომ ინფორმაციულ ნაკადთან ფრთხილად უნდა იყოთ. ეს ბევრ ძალისხმევას მოითხოვს, მასზე უნდა იმუშაოთ. ნაკლები ტელევიზორი და ინტერნეტი, ბევრი სასარგებლო საკვები ტვინისთვის.
შემდეგი თეზისი იმის შესახებ, რატომ არიან მამაკაცები ქალებზე უფრო ჭკვიანები. ამ ხედვის გამო ტატიანა სქესობრივ დისკრიმინაციაშიც კი დაადანაშაულეს. ის ამ ფაქტს არ უარყოფს და ამბობს: "მე სპეციალისტი ვარ, მე ვიცი. და ვამბობ ყოველგვარი სინანულის გარეშე: რაღაც არ დამინახავს ქალი მოცარტში, ეინშტეინში, ლეონარდოში, ქალი შეფ-მზარეულიც კი იშვიათად არის! სამაგიეროდ თუ მამაკაცი სულელია, მასზე სულელს ვერავის იპოვით. თუ ჭკვიანი - მისი მსგავსი ქალებში არაა!
ეთანხმებით ამ მოსაზრებას თუ არა - თქვენი საქმეა. მოსაზრება საკმაოდ სუბიექტურია და რაღაც მხრივ საკუთარ თავსაც კი ეწინააღმდეგება. ჩერნიგოვსკაია ამბობს, რომ ქალი ოჯახს და შთამომავლობას ინახავს და არა სათამაშოებით თამაშობს. და თავად ტატიანა რითი არის დაკავებული?
კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო მოსაზრება, რომელზეც დაფიქრება ღირს. თითოეულ ჩვენგანს გულწრფელად სწამს, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას, თავად ვმოქმედებთ. მაგრამ ტვინი ხომ არ გვატყუებს? არსებობს დენიელ ვეგნერის მოსაზრება, რომ ტვინი ყველა გადაწყვეტილებას თავად ღებულობს, ჩვენ კი მხოლოდ იმის ფიქრის უფლებას გვაძლევს, რომ ყველაფერს თავად ვაკეთებთ.
ამის შესახებ ჩერნიგოვსკაია ამბობს: "ღმერთმა არ ქნას მართალი იყოს! უკვე იყო აშშ-ში სასამართლო პროცესები, როცა დამნაშავე ამბობდა: "ეს მე არ ვიყავი, ეს ჩემი ტვინი იყო!". არაფერიც, აქამდეც მოვედით! ეს იმას ნიშნავს, რომ ქმედებაზე პასუხისმგებლობა გადადის არა ფიქრზე, არამედ ტვინზე - ტვინის ქსოვილებზე! ეს ძალიან სერიოზული საკითხია სამსჯელოდ.
შემდეგ, ალბათ, ყველაზე საინტერესოა - დნმ და გენეტიკა. ჩერნიგოვსკაია აცხადებს, რომ დნმ იწვევს ეჭვს, რადგან ეს იმას ნიშნავს რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება 4 ასოთი არის დაწერილი. უბრალოდ ინფუზორის ისტორია პატარაა, ადამიანის კი ბიბლიოთეკის ხელა.
ეს საკმაოდ უცნაური განცხადებაა, მაგრამ მასში ჭეშმარიტების მარცვალიც არის: "ამასთან ამ პლანეტაზე ყველა ერთმანეთის ნათესავია. ადამიანს 50% საფუარის მსგავსი გენი აქვს! სწორედ ამიტომ როცა კრუასანს იღებთ, ბებია სახით გაიხსენეთ. რომ არაფერი ვთქვათ კატებსა და მაიმუნებზე!"
გენეტიკა - გასაოცარი რამაა. სინამდვილეში გენი - ყველაფერი არაა. აქ, მაგ., როგორც მემკვიდრეობით მიღებული პიანინო. დაე იყოს მსოფლიოში საუკეთესო პიანინო, მაგრამ მასზე დაკვრას თუ ვერ ისწავლით, თქვენთვის ის უსარგებლო იქნება. ერთი ინსტრუმენტი საკმარისი არაა. ასეა გენებთანაც: თუ ცუდი გენი გაქვთ - ეს უბედურება არაა, თუ კარგი - ეს წარმატების გარანტია ნამდვილად არაა.
თუ ტვინის შესახებ ტატიანა ჩერნიგოვსკის მოსაზრების შესახებ უფრო მეტის გაგება გსურთ, აუცილებად მის ლექციას უყურეთ, თუ როგორ გვატყუებს ტვინი.
ეს თეზისები საკმაოდ ურთიერთსაპირისპიროა, მაგრამ ამისგან ნაკლებად საინტერესო არაა. არის რაზეც შეიძლება დაფიქრება და გააზრება. ეთანხმებით თუ რა, მიიღოთ ეს მოსაზრება თუ არა - მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რას ფიქრობთ ტატიანა ჩერნიგოვსკაიასა და მის კვლევაზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში!