» » თუ ხანძარი გაჩნდა, ეს მარტივი წესები თქვენს ბავშვებს გადაარჩენს.

თუ ხანძარი გაჩნდა, ეს მარტივი წესები თქვენს ბავშვებს გადაარჩენს.

უკვე რამდენი წელია ხანძრის სტატისტიკა თავისი მონაცემებით გვაშინებს. ხანძრის მსხვერპლნი ხშირად არიან ახალგაზრდები და ბავშვები. ტრაგედია მილიონობით ადამიანს უჩენს საკმაოდ მნიშვნელოვან კითხვას: რა გავაკეთოთ ხანძრის დროს? როგორ მოვიქცეთ, თუ დიდ შენობაში ვიმყოფებით და ხანძრის ნიშნების შევნიშნეთ? როგორ დავიცვათ საფრთხისგან ბავშვები?



"რჩევების" რედაქცია გიამბობთ წესების შესახებ, რომელთა დაცვითაც ხანძრის შემთხვევაში თავს გადაირჩენთ. ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი სამი წესი. და თქვენ აუცილებლად უნდა ასწავლოთ ეს წესები ბავშვებს, რადგან ხანძრის და მიმდინარე პანიკის დროს სხვებზე უფრო დაუცველები არიან. 

რა უნდა გააკეთოთ ხანძრის შემთხვევაში?

  • წესი № 1. წინასწარ მოიფიქროთ გასვლის გზები

    როცა ნებისმიერ ხალხმრავალ ადგილას ხვდებით, გაარკვიეთ უბედური შემთხვევის დროს თავი როგორ უნდა დააღწიოთ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალისტების აზრით, ეს ქცევა ჩვევად უნდა იქცევს. თუ სავაჭრო ცენტრში მოხვდით, გაარკვიეთ რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ ევაკუაციის შემთხვევაში. 

    ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩენისას, გამოთვალეთ, საით წახვალთ და რომელი გზით. სასურველია ეს ბავშვებსაც ასწავლოთ. დიდ სავაჭრო ცენტრში, გასართობ ცენტრსა და სხვა დიდ რთულ შენობაში შეიძლება ეს გაითამაშოთ კიდეც. 




  • წესი № 2. პანიკაში არ ჩავარდეთ

    თუ ცეცხლი ნიშნები შენიშნეთ ან კვამლის სუნი იგრძენით, მაგრამ სხვა ადამიანები ვერ ამჩნევენ, ეცადეთ არ აპანიკდეთ. ასეთ სიტუაციაში უმჯობესია თუ ხმამაღლა, მშვიდად და სწრაფად გააცხადეთ, რომ შენობაში ხანძრის საშიშროება არის და ხალხს შენობის დატოვებისკენ მოუწოდეთ, მაგრამ არავის დაელოდოთ და სწრაფად გაემართეთ გასასვლელისკენ. 

    უნდა გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანის გადარჩენის სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ვერავინ გადაარჩინოთ. ამიტომ საკუთარ უსართხოებაზე იფიქრეთ და მათზე, ვისზეც პასუხისმგებელი ხართ. 


  • წესი № 3. დაიცავით სუნთქვის ორგანოები

    თუ თან წყალს ატარებთ, მან შეიძლება სიცოცხლე გადაგირჩინოთ. დაასველეთ ხელსახოცი, შარფი ან ქუდი, მიიდევით ცხვირსა და პირზე, აკონტროლეთ - ისუნთქეთ მხოლოდ სველი ქსოვილიდან. თუ წყალი არ გაქვთ, შეგიძლიათ შარდით ჩაანაცვლოთ. დაშარდეთ ხელსახოცზე ან ნებისმიერ ქსოვილზე და ეს ფილტრი გამოიყენეთ. 

    წყალს ჩვენ ხშირად არ ვატარებთ, ბავშვები არასდროს. გადარჩენისთვის ნებისმიერი ტანსაცმელი გამოდგება. შარდი ყველაზე მეტად ფილტრავს კვამლს და შხამიან ნივთიერებას, ვიდრე წყალი. ბავშვები ჩვეულებრივ იცინიან, როცა მასწავლებლებიდან ამ წესის შესახებ გებულობენ, მაგრამ ყველა თანხმდება რომ სახიფათო სიტუაციაში ასე მოქცევა სასირცხვო არაა.



  • წესი  № 4. ასწავლეთ ბავშვებს საკუთარ თავზე დაფიქრება 

    ბავშვები უფროსებზე ნაკლებად არ ვარდებიან პანიკაში. ყოველმხრივი პანიკის ატმოსფეროში მათ უცნაური გრძნობა ექნებათ. თუ ბავშვმა საფრთხის შესახებ გაიგო, დაელოდება უფროსის ან მასწავლებლის ინსტრუქციას და თავად გასასვლელისკენ არასდროს წავა. 
    ბავშვებს უნდა ასწავლოთ, რომ ნებისმიერი კვამლის შემთხვევაში მათი ამოცანა მყისიერად ქუჩაში გასვლა და მშობლებზე ან სხვა ადამიანებზე დალოდება საჭირო არაა. 


  • წესი № 5. ტალღის საწინააღმდეგოდ არ იმოძრაოთ

    თუ ბრბოში აღმოჩნდით, მკაცრად მისი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. ამასთან სხვა ადამიანების მოძრაობის სიჩქარეს უნდა მოერგოთ და არავის უნდა დაეჯახოთ. თუ თან ბავშვი გახლავთ, ის უკან არ უნდა იყოს, არამედ თქვენს წინ. ასე უფრო მარტივად დაიცავთ. 

    თუ კვამლი დიდი არაა, ბავშვი შეგიძლიათ მხრებზეც შემოისვათ. ვინც მარტო მოძრაობს ხელები გულთან უნდა გადაიჯვარედინოთ, მუხლები ოდნავ მოღუნოთ, მუშტები შეკრათ. თუნდაც შეგავიწროონ, ასეთ მდგომარეობაში სუნთქვას შეძლებთ. 

    აუხსენით ბავშვებს რომ ტალღის საწინააღმდეგოდ არ უნდა იმოძრაონ ან გაჩერდნენ იქ მშობლების მოსაძებნად. უმჯობესია თუ სხვებთან ერთად გასასვლელისკენ გაემართება. შეიძლება შემდეგ შეხვდეთ, როცა შენობას დატოვებთ. 


  • წესი № 6. სწრაფად ადექით, თუ დაეცით

    ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს ხალხის ჯგუფში მოხვედრისას, არის დაცემა, რადგან შეიძლება თავზე გადაგიარონ. ეს რომ თავიდან აიცილოთ, მოძრაობის დროს აუცილებლად დააკვირდით ფეხებით რამეს არ გამოედოთ. 

    ვინც დაეცა, მას მხოლოდ 3 წამი აქვს, რომ სწრაფად ადგეს. ასეთ მდგომარეობაში გადარჩენის დროს ყველა საშუალება კარგია. არ დაელოდოთ, რომ ვინმე აყენებაში დაგეხმარებათ. უმჯობესია თუ ვინმეს ჯინს, ფეხს, პალტოს ჩამოეკიდებით და ადგებით. 


  • წესი № 7. ძლიერი კვამლის დროს იატაკზე დაწექით

    თუ ძალიან გაკვამლულ ოთახში იმყოფებით, ეს ტაქტიკა გამოგადგებათ. ხანძრის ნივთები ყოველთვის ზემოთ ადის, ამიტომ თქვენი ამოცანაა - დაეშვათ იატაკზე, მაშინაც კი თუ ეს მოძრაობას შეაფერხებს. 

    თუ არსებობს შესაძლებლობა, იმოძრავეთ ოთხზე, ჩამუხლული ან ძალიან ძლიერად იატაკზე მიკრული. ხანძრის შხამიანი პროდუქტები, რის გამოც ადამიანები გონებას კარგავენ თქვენი სხეულის ზემოთ დარჩება. ჟანგბადი ქვემოთ ყოველთვის უფრო ბევრია და ხილვაც უკეთესია. 




  • წესი № 8.  თავი აარიდეთ ლიფტს

    სასურველია თუ კიბეებით ჩამოხვალთ, მაგრამ ლიფტით არავითარ შემთხვევაში. "სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" და "სამშენებლო ნორმებისა და წესების" მიხედვით ევაკუაციის მარშრუტები ესკალატორებს არ უნდა შეიცავდნენ. 

    ხანძრის დროს ხალხს ესკალატორის გამოყენების ცდუნება უჩნდებათ, ამასთან უკვე ხალხით სავსე რიგში აღმოჩენის რისკი დიდია. კიბე უფრო უსაფრთხოა, რადგან ის დაყოფილია და გამოყოფილია სახანძრო კარებით.

    ესკალატორები ხანძრის დროს ავტომატურად უნდა ჩერდებოდეს, მაგრამ თუ უბედური შემთხვევა მოხდა და ის ჩართული იქნება, შეიძლება ადამიანი დავარდეს და ტანსაცმლის ნაწილი ჩაიყოლოს. 



როგორ გადავლახოთ პანიკა

პანიკის კონტროლი თითქმის შეუძლებელია. და მაინც ასეთ სიტუაციაში თავის კონტროლი სასარგებლოა. 
  1. ეცადეთ აკონტროლოთ სუნთქვა. ვარჯიშის დროს არ გაქვთ, მაგრამ რამდენი წამი დიაფრაგმზე კონტროლისთვის რომ ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ შეგიძლიათ. სასურველია თუნდაც წამიერი კონტროლი, ასევე ფსიქიკის ფლობას შეძლებთ.

  2. არ უნდა გაიქცეთ, თუ ასეთი სურვილი გიჩნდებათ. თავი უნდა შეიკავოთ. 

  3. კონცენტრირება ავტომატურ მოძრაობაზე გააკეთეთ. წინასწარ უნდა იცოდეთ, როგორ და რას გააკეთებთ. იპოვეთ თვალები ახლობელი ადამიანი, სახანძრო დახმარების ნომერი აკრიფეთ და გასასვლელისკენ გზა გაიხსენეთ. 

  4. თუ თან ბავშვი გახლავთ სიტყვებით დაამშვიდეთ. აუხსენით სიტუაცია და დაამშვიდეთ სხვა ადამიანი, ვისაც თქვენზე მეტად ეშინია, დაგეხმარებათ ფოკუსირებაში და გადაერთვებით. 

    პანიკის შედეგი შეიძლება იყოს როგორც ჰიპერაქტიურობა, ასევე აპათია. თუ ჰიპერაქტიური ადამიანი ყვრის, დარბის, სხვებს ეჯახება, უმჯობესია გააჩეროთ, სანამ პანიკა სხვა ადამიანებს არ გადაედებათ. 
    ადამიანი აპათიით (გაყინული სახე, არაბუნებრივი გამოხედვა) უმჯობესია თუ გრძნობაზე მკაცრი საუბრით ან სილის გაწნით მოიყვანთ. შესაძლოა, ამან სიცოცხლე გადაურჩინოს. 



მოქმედება ბინაში ხანძრის დროს
ზოგჯერ მშობლები ბავშვებს სახლში მარტო ტოვებენ. სწორედ ამიტომ მათ უნდა ასწავლოთ, როგორ მოიქცნენ ხანძრის შემთხვევაში. ბავშვი არ უნდა დაიბნეს, ამიტომ მათთან რეგურალურად შემდეგი ინსტრუქცია უნდა გაიაროთ. 
  1. ბინაში კვამლის გაჩენის შემთხვევაში, მისი წყარო სწრაფად იპოვეთ. 



  2. გზაზე ყველა ფანჯარა და კარები დახურეთ, რომ კვამლი არ გავრცელდეს. 

  3. თუ ამის შემდეგ კვამლი გაქრება, შეიძლება ის სახლში გარედან მოხვდა. 

  4. კარგად დაათვალიერე ბინა, აივანი, კიბესთანაც გადით. უმჯობესია თუ უსაფრთხოებაში დარწმუნებული იქნებით, ვიდრე ხანძრის დასაწყისს გამოტოვებთ. 



  5. თუ სახლში რაღაცას ხანძარი გაუჩნდა, მაგრამ ჩაქრობას ვერ ახერხებთ, ბინა დატოვეთ. დაიმახსოვრეთ: შხამიანი კვამლი ხანძარზე უფრო საშიშია. ცხვირი და პირი სველი ქსოვილით დაიფარეთ. თუ კვამლი ბევრია ოთხზე იმოძრავეთ. 

  6. დერეფანში გასულმა გამოიძახეთ სახანძრო დახმარება. ოპერატორს მისამართი, სახელი, გვარი, ადგილი ჩააწერინეთ, და რას როგორ გაუჩნდა ცეცხლი. შემდეგ დამხმარის კითხვებს გარკვევით უპასუხეთ. 
    შესაძლოა გკითხონ, სწრაფად რომელი კუთხით მოვიდნენ, სად შეიძლება გააჩერონ მანქანა, რამდენი სართული აქვს სახლს, იხურება თუ არა კარი დერეფანში. 

  7. როცა ოთახს დატოვებთ, კარები კარგად ჩაკეტეთ. არ გამოიყენოთ ლიფტი. ეს სასიკვდილო შეიძლება იყოს! შემდეგ სახლის გვერდით იყავი და მეხანძრეებს დაელოდეთ. 


არასდროს იცით, რა შეიძლება მოხდეს. გაუზიარეთ მეგობრებს, ეს ინფორმაცია აუცილებლად ყველას გამოადგებათ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.