» » » ყურადღებით გაეცანით იმ საშუალების შემადგენლობას, რითიც იბანთ. რამდენად უსაფრთხოა ის? აი შვრია კი ყველას მოუხდება.

ყურადღებით გაეცანით იმ საშუალების შემადგენლობას, რითიც იბანთ. რამდენად უსაფრთხოა ის? აი შვრია კი ყველას მოუხდება.

ამბობენ, ყველა ქალს ცხოვრებაში ორი უბედურება აქვს. გარკვეულ ასაკამდე ისინი ყველას უმტკიცებენ, რომ უფროსები არიან. შემდეგ კი ყველას არწმუნებენ, რომ ახალგაზრდები არიან. პირველი ამოცანა ისეთი რთული არაა, როგორც მეორე. დაიმახსოვრეთ: თვალის ირგვლივ წვრილი ნაოჭები, ცხვირ-ბაგის ნაკეცები და შუბლზე ხაზები. რაც უფრო ბევრ ტონალურ კრემს ისვამთ, მით უფრო ჩანს. მაგრამ ასეთი შენიღბვის გარეშეც შეიძლება გამოძვრეთ. 



რა არის ამისთვის საჭირო? შვრია. ვიტამინები, მინერალები და ბეტა-გლუკანი კანს აჯერებს, კურნავს და აახალგაზრდავებს. ერთკვირიანი ასეთი მარტივი საშუალების გამოყენება ნიღბის და სკრაბის სახით - და კონსილერი, ტონალური კრემი და პუდრას ყუთში შეინახავთ. მხოლოდ თვალების და ტუჩების შეღებვა დაგჭირდებათ.

შვრიის სარგებლობა სახისთვის




მარტივი, ხელმისაწვდომი და საუცხოო პროდუქტი სახლში დამზადებული ნიღბების სახეობების 80%-ში შედის. რა არის ეს, ქალების ახირება, ვისაც არ აქვს დრო და ფული ძვირადღირებული პროცედურებისათვის თუ ნამდვილად უნიკალური პროდუქტი? სინამდვილეში შვრიის სასარგებლო თვისებები გაზვიადებული არაა.

  1. კვებავს და ატენიანებს კანის უჯრედებს 

  2. ასუფთავებს კანს, ხსნის ტოქსინებს, ასევე სხვა მავნე ნაერთებს. 

  3. აქრობს ანთებას და შეშუპებას. 

  4. აძლიერებს დამწვრობის და მიკროტრავმების მკურნალობას. 

  5. უზრუნველყოფს უჯრედების განახლებას. 

  6. აფერხებს დაბერების პროცესს, ზრდის კანის ელასტიურობას, კანი უფრო გლუვი და დაჭიმული ხდება. 

  7. ათეთრებს პიგმენტურ ლაქებს, რითაც უფრო ნაკლებად შესამჩნევი ხდება. 

  8. კანს მზის სხივებისადმი ნაკლებად მგრძნობელურს ხდის. 

  9. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და უჯრედების სწრაფ განახლებას უწყობს ხელს. 

  10. ავიწროებს ფორებს. 




ჰიპოალერგიული, აბსოლუტურად უსაფრთხო და დადებით ეფექტს უკვე პირველი გამოყენებისთანავე დაინახავთ. ასეთია, ისინი შვრიის ნიღბები. შეგიძლიათ ყოველდღე გამოიყენოთ. მომზადება  და თავად პროცედურა მხოლოდ 30 წუთს წაგართმევთ. 

  1. შავი წერტილები. შეურიეთ 1 ს/კ შვრია, 1 ს/კ ცისფერი თიხა და 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. წაისვით კანზე. დაელოდეთ, სანამ ბოლომდე გაშრება. თბილი ადუღებული წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაშ. 



  2. მშრალი კანი. 1 ს/კ შვრიის ფანტელები და ზეითუნის ზეთი 0.5 ჩ.კ მარილსა და 1 ჩ/კ თაფლში აურიეთ. ამ სკრაბით კანი 3 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.



  3. ნაოჭები. შეურიეთ კვერცხის გული, 1 ს/კ შვრიის ფქვილი, 2 წვეთი როზმარინი, 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი. დაიბანეთ თბილი წყლით. წაისვით სველ კანზე ნიღაბი. გაიჩერეთ 30 წუთით. რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენ გარეული თბილი წყლით ჩამოიბანეთ.



  4. ჭორფლი. შუერიეთ 2 ს/კ შვრია, ორჯერ ნაკლები არაჟანი და 2 ჩ/კ ლიმონის წვენი. წაისვით 20 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე სანამ პიგმენტები ნაკლებად შესამჩნევი არ გახდება. 



  5. ცხიმიანი კანი. კალენდურას ხსნარი მოამზადეთ, შეურიეთ 1 ს/კ შვრიის ფანტელი. წაისვით ყოველ დილით სრულ გამოშრობამდე. მოიშორეთ წრიული მოძრაობით, რომ კანი აღარ პრიალებდეს. 




ასეთი ნიღბების უპირატესობა იმაშია, რომ ისინი ერთი მიმართულებით არ მუშაობენ, და რამდენიმე პრობლემის მოგვარებაში ერთდროულად გვეხმარება. შედეგს უკვე მეორე გამოყენების შემდეგ დაელოდეთ.

დილის პროცედურა




ყველაფერი საკმაოდ მარტივია. აიღეთ შვრიის დიდი ან წვრილი ფანტელები. მუშტში შეკარით და თბილ წყალს მიუშვირეთ, დაელოდეთ ერთი წუთით. ამ დროს განმავლობაში შვრია დარბილდება. ნაზად შეიზილეთ სახეზე. მასა აქაფებას დაიწყებს, კანი კი გაიწმინდება. 

რითი იბანთ სახეს ჩვეულებრივ? ბევრი პოპულარული პროდუქტი ადამიანისთვის გამოუსადეგარია, იწვევს მიჩვევას და ალერგიას. სახლის საშუალებებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეს ეფექტურობა, საჭიროა სწორად აირჩიოთ და რეგულარულად გამოიყენოთ. სცადეთ და შედეგის შესახებ კომენტარებში დაწერეთ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.