» » » ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული მზესუმზირას ზეთი? მზესუმზირას ზეთმა მხოლოდ სარგებელი მოგვიტანოს და არა ზიანი ასე უნდა მოიქცეთ

ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული მზესუმზირას ზეთი? მზესუმზირას ზეთმა მხოლოდ სარგებელი მოგვიტანოს და არა ზიანი ასე უნდა მოიქცეთ

მზესუმზირას ზეთი - ყველაზე ხშირად გამოყენებადი ზეთი. ბავშვობიდან გვასწავლეს რომ მზესუმზირას ზეთი საუკეთესოა. ზეთით ვრთავთ სალათებს, ვამზადებთ მის საფუძველზე მაიონეზსა და სხვა სოუსებს, ვწვავთ, ვიყენებთ სახლში მომზადებისთვის და კონსერვირებისთვის. 

მზესუმზირას ზეთის პოპულარობა ჩვენს რეგიონში ფართო გავრცელების გამო არის პოპულარული. მაგრამ ფაქტები გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ამ საკვები ცხიმის ღირებულება არა მხოლოდ გადაჭარბებულია, არამედ მისი მოხმარება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.



ამ სტატიიდან ორგანიზმზე მზესუმზირას ზეთის მავნე გავლენაზე გაიგებთ და იმის შესახებ, თუ "რჩევების" რედაქცია ამ ზეთის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანას რატომ გირჩევთ. 

მზესუმზირას ზეთი

გრანადის უნივერსიტეტის სპეციალისტების ხელმძღვანელობით მეცნიერთა საერთაშორისო გუნდმა გვაჩვენა, თუ მზესუმზირას, ზეითუნის და თევზის ზეთის ხანგრძლივი მოხმარება რა გავლენას ახდენს ვირთხის ღვიძლზე. მეცნიერებმა კომპლექსური ანალიზების სერია ჩაატარეს, რომ დაედგინათ თითოეულ ზეთს ღვიძლი როგორ რეაგირებდა. 

ანალიზების შედეგად გაირკვა, რომ პირველი ცივი დაწურვის მეთოდით დამზადებული ზეითუნის ზეთი ღვიძლისთვის ყველაზე უსაფრთხოა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ხოლო მზესუმზირას ზეთი და თევზის ცხიმი ღვიძლის უჯრედებს ანადგურებს და ამჟავებს მათ. 



ხოსე ლუის მორალესი, გრანადას უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი განმარტავს: "კვლევის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ ასაკთან ერთად ღვიძლში ცხიმი გროვდება. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩენა ის იყო, რომ დაგროვებული ცხიმის ტიპი მოხმარებული ზეთის მიხედვით განსხვავდებოდა".

გამოდის ისე, რომ ზოგიერთი თაგვის ღვიძლი ბერდება ჯანმრთელი და ბუნებრივი გზით, სხვების კი სხვადასხვა დაავადების ფონზე. 



"მზესუმზირის ზეთის და თევზის ცხიმის ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული ცვლილებები ღვიძლის არეში არა ალკოჰოლურ სტეატოჰეპატიტს იწვევს, ძალიან სერიოზულ დაავადებას, რომელიც ციროზის და ღვიძლის კიბოს გამომწვევი შეიძლება იყოს" - აღნიშნავს პროფესორი მორალესი. 



ექსპერტების სხვა ჯგუფმა აღმოაჩინა პირველი კლასის საფრთხის ნივთიერება - ბენზოპირენი. ის კანცეროგენს წარმოადგენს და კიბოს იწვევს. ხშირად ზეთის გადამუშავების დროს 95% ბენზოპირენი გამოდის, რომელსაც მზესუმზირას თესლი შეიცავს. ხშირად მზესუმზირა გზასთან ახლოს იზრდება, მის თესლებს კი პირდაპირ ასფალტზე ინახავენ. 

30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ასფალტი ჰაერში ბენზოპირენს უშვებს, რომელსაც თესლი იწოვს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ თესლში, რომელიც მთელი წელი ინახებოდა, ბენზოპირენის კონსისტენცია ისეთ დონეს აღწევს რომ არანაირი გადამუშავება და დეზოდორაცია არ უშველის. 





თუ გარკვეული მიზეზების გამო მასზე უარს ვერ ამბობთ, შეეცადეთ ეს მარტივი რჩევები მაინც გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ. 

ვინ არ უნდა მიირთვას მზესუმზირას ზეთი

  1. აკრძალულია ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის ქსოვილის დაავადების მქონე ადამიანებს, შაქრის დიაბეტის, მომატებული ქოლესტერინის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

  2. ბავშვებს 2 წლამდე. 

  3. მზესუმზირას ზეთი ცნობილი ალერგიული ნივთიერებაა. აკრძალულია მზესუმზირაზე, ამბროზიაზე, აბზინდაზე, ხრიზანტემაზე, გვირილასა და გულყვითელაზე მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანებისთვის.

  4. მზესუმზირას ზეთი ყველა პროდუქტს შორის ერთ-ერთი ყველაზე კალორიულია. 1 ს/კ 180 კკალ შეიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, ვისაც გახდომა სურს ეს ზეთი რაციონიდან უნდა ამოიღონ. 


ამ წესების არ დაცვამ შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს, მიგვიყვანს რთულ მდგომარეობამდე, მათ შორის სიკვდილამდე. 


როგორ ავიცილოთ თავიდან მზესუმზირას ზეთის მავნებლობა

  1. შეიძინეთ მხოლოდ არა რაფინირებული მცენარეული ზეთი პირველი ცივი დაწურვის მეთოდით დამუშავებული. ასეთ პროდუქტში უფრო ბევრი სასარგებლო ნივთიერებებია, ვიდრე "მკვდარ" რაფინირებულში. 

  2. გამოიყენეთ მხოლოდ 1 ს/კ მზესუმზირას ზეთი დღეში სალათის მოსართავად.

  3. არც სცადოთ მზესუმზირას ზეთით საჭმლის შეწვას! მაღალი ტემპერატურის პირობებში სასარგებლო თვისებები იკარგება, შეწვისთვის ერთი და იმავე ზეთის გამოყენებით კი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებთ. ასეთ პროდუქტში საშიში კანცეროგენები გამოიყოფა, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. 

  4. გადაყარეთ ძველი ტაფები, რომელთაც ზეთის გარეშე საკვები ეკვრის. შეიძინეთ ახალი, რომელიც არ იკრავს, მოამზადეთ ცხიმის გარეშე. ასეთი ჭურჭელი ახლა უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ადრე. ეს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და სასარგებლოა. 




ავადმყოფობა უმიზეზოდ არ არსებობს. მცენარეული ზეთის მავნებლობის შესახებ ცოტამ თუ იცის. ყოველდღე ამ პროდუქტის მოხმარებით სერიოზული დაავადებების პროვოცირებას ახდენთ და ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ. 

რომელი ზეთი გამოვიყენოთ? მზესუმზირის ტოქსიკური ზეთის ალტერნატივაა ზეითუნის ზეთი. ცნობილია, რომ მზესუმზირას ზეთში ბევრი ვიტამინია A, E და K, ვიდრე ზეითუნში. თუმცა ზეითუნის ზეთი მასში შემავალი მჟავების წყალობით ორგანიზმში უფრო ადვილად შეიწოვება. 



თქვენ რომელ მცენარეულ ზეთს იყენებთ? გააზიარეთ სტატია, თუ თვლით რომ ეს იფნორმაცია სასარგებლოა სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის. დაწერეთ კომენტარებში, რითი შეიძლება ჩავანაცვლოთ ტრადიციული მცენარეული ზეთი უფრო უსაფრთხო საშუალებით. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.