ბაბუაწვერა
- მოვამზადოთ ნაყენი: 2 სუფრის კოვზი ბაბუაწვერა 300 მლ წყალთან ერთად მოვხარშოთ. შემდეგ გავწუროთ და გავაცივოთ. ამ სითხით გაიწმინდეთ სახე.
ხახვი - გავიწმინდოთ სახე ახალი ხახვის წვენით ყოველდღიურად ჭორფლის გაქრობამდე.
კიტრი - გამოვწუროთ ახალგაზრდა კიტრის წვენი, ამ წვენით შევიზილოთ ლაქებზე 2-3-ჯერ დღეში რამდენიმე კვირის განმავლობაში.
პირშუშხა - მოვამზადოთ ფაფა პირშუშხას ფესვებიდან და დავიდოთ ჭორფლიან ადგილებზე 1-2-ჯერ დღეში.
ოხრახუში, კიტრი, ლიმონი სხვა - ჭორფლის გასასუფთავებლად შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი ძველი საშუალებები, როგორიცაა ახალი ოხრახუშის წვენი, კიტრის წვენი, ლიმონის წვენი, ხახვის წვენი გარეული 1% სუფრის ძმარში და მასში გახსნილი ათქვეფილი კვერცხის ხილა.