» » » შამპუნში ცოტა მარილი ჩაყარეთ! გეფიცებით, ასეთ შედეგს არ ველოდი

შამპუნში ცოტა მარილი ჩაყარეთ! გეფიცებით, ასეთ შედეგს არ ველოდი

ყველაზე ჩვეულებრივი სუფრის მარილი კანის და თმის ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალებაა. ვიცოდი, რომ მარილის დასაბან საშუალებაში დამატება და სახლის პირობებში პილინგის კვირაში 2-ჯერ გაკეთება შეიძლებოდა. სახის კანს სასწაულებრივად აახლებს და აცოცხლებს!

მარილს რომ თმის გაძლიერება და გაყოფილი ბოლოების გაქრობა შეეძლო, პირველად გავიგე...სრულად შემთხვევით ამ რეკომენდაციას გადავაწყდი და მისი გამოცდა გადავწყვიტე. შედეგზე ლაპარაკი ღირს!



​ნიღბები გაყოფილი თმის ბოლოებისთვის

თმებს რომ ცხიმი მოვაშოროთ, საკმარისია ჩვეულებრივ შამპუნში ცოტა მარილის დაამატოთ. ვარცხნილობის მოცულობა და სიგრძე გარანტირებული გექნებათ! ასევე მარილი საშინელ გაყოფილ ბოლოებს მოგაშორებთ. 

ნიღაბი ბალზამით და მარილით

თქვენ დაგჭირდებათ

  • ჩვეულებრივი სუფრის მარილი

  • ნებისმიერი თმის ბალზამი-კონდიციონერი


გამოყენება

​1. მარილი კონდიციონერს აურიეთ და ოდნავ გააცხელეთ. ამ ნარევით თმა მთელ სიგრძეზე დაიმასაჟეთ, განსაკუთრებული ყურადღება გაყოფილ ბოლოებს დაუთმეთ. 

2. თმაზე ნიღაბი 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. 

ნიღბის შემდეგ თმა მოცულობითი, ძლიერი გახდება, ასევე გაყოფილ ბოლოებს მოიშორებთ და მათ შემდგომ გაჩენას შეაფერხებთ. 




ნიღაბი კეფირით

თქვენ დაგჭირდებათ

  • ​1 კვერცხის გული

  • 0.5 ჭიქა კეფირი

  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

  • მწიკვი მარილი


გამოყენება

1. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს აურიეთ, ნარევი თმის მთელ სიგრძეზე წაისვით. 

2. თავი შეიხვიეთ, ნიღაბი 30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თმა შამპუნით ჩამოიბანეთ.  

ასეთი ნიღაბი ღია და შეღებილი თმისთვის შესანიშნავია! თმის ბოლოებს გასაოცარ სიპრიალეს მატებს. 




თაფლის ნიღაბი

თქვენ დაგჭირდებათ

  • 2 ჩ/კ თაფლი

  • მწიკვი მარილი

  • 0.5 ჭიქა თბილი წყალი ან ბალახის ნაყენი (გვირილა ან პიტნა)


გამოყენება

1. თაფლი და მარილი თბილ წყალში ან თბილ ბალახების ნაყენში გახსენით.

2. თმა ხელებით შეკარით, ბოლოები თაფლიან წყალში დაასველეთ რამდენიმე წუთით. იმ წამსვე ჩამობანა საჭირო არაა!

მაშინაც კი, თუ თმა ძალიან დაზიანებულია, სიტუაციის გამოსწორება შეიძლება. ეს ძალიან უჩვეულო, მაგრამ ეფექტური რეცეპტია: შედეგი აუცილებლად გაგახარებთ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.