ყოველ სამშაბათს მეგობრებთან ერთად აბანოში მივდივარ. დიდი ხანია უკვე რაც ვმეგობრობთ და ერთმანეთთან საიდუმლოს არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ შორის განსაკუთრებული შემთხვევა არსებობს - ირინა, რომელმაც სკოლა ძლივს დაამთავრა და ტანჯვით დაასრულა კოლეჯიც. გათხოვდა 19 წლისას, 20 წლისას ქმარს გაშორდა, ქმრის გარეშე, სამსახურის გარეშე, სამაგიეროდ კამპანიის სული და გული. 6 თვის წინ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა...
კარგ კომპანიაში მუშაობა დაიწყო, კარგი ხელფასი, შეხვდი საინტერესო მამაკაცს, ავტო სკოლაში დარეგისტრირდა. წარმატების საიდუმლოზე დიდხანს დუმდა, მაგრამ ერთხელ დავინახე მასზე ქინძისთავი, რომელიც მისი პერანგის შიგნით იყო დამაგრებული.
ქინძისთავი ავი თვალისგან დასაცავად
ადრე ყოველგვარი წყევლის, ავი თვალის, და სხვა სისულელეების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. მაგრამ მას შემდეგ დაქალმა "მცოდნესთან" მისვლაზე დამითანხმა, დავფიქრდი. როგორ არ უნდა დაიჯერო, როცა უცხო ადამიანი ჩემი პირადი ცხოვრების მცირე დეტალებზე საუბრობს?
ამიტომ გულგამაგრებული გადავწყვიტე თავად გამომეცადა პატარა ჯადოსნური თილისმების წარმატება. მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობაში, ბებია ქინძისთავებს ქურთუკზე იმაგრებდა სიტყვებით: "დამიცავი ქიძნისთავო ავი თვალისგან, დემონებისგან და სხვა ბოროტი ძალებისგან".
პატარა და შეუმჩნეველი ქინძისთავი ძალინ ძლიერი თილისმაა. დღეს "რჩევების" რედაქცია მის წარმოუდგენელ შესაძლებლობაზე გიამბობთ. წაიკითხეთ ბოლომდე და გაიგეთ, როგორ გააკეთოთ ისე, რომ უფრო წარმატებული გახდეთ.
კეთილდღეობა და წარმატება რომ მოიზიდოთ ყველა შესაძლო რესურსი უნდა გამოიყენოთ. და თუ საქმე ჯადოქრობას ეხება მკითხავებთან, ექსტრასენსებთან და სხვა საეჭვო ჯადოქრობის მცოდნეებთან მისვლას არ გირჩევთ. ფულს საუკეთესო შემთხვევაში ქარს გაატანთ. ჩვენი წინაპრები თავდაცვის რიტუალს თავად ატარებდნენ. ზოგიერთი დღემდე ცნობილია.
მოჯადოებული ქინძისთავები
ყველა რიტუალი მზარდი მთვარის დროს, მზის ჩასვლის შემდეგ უნდა ჩაატაროთ, მარტო საკუთარ ოთახში. მოჯადოებული ქინძისთავი ტანსაცმლის შიგნითა მხარეს უნდა დაიმაგროთ.
1. ჯადო წარმატებაზე
ეკლესიაში დიდი ცვლის სანთელი, ხოლო მაღაზიაში ახალი წითელი ძაფი და ქინძისთავი იყიდეთ. ოთახში სანთელი დაანთეთ და "მამაო ჩვენო" წაიკითხეთ. წითელი ძაფი ქინძისთავს გამოაბით და 12 ნასკვი გააკეთეთ, წარმოთქვით ეს ტექსტი:
"12 ძალა, 12 ფარდა და ყველაფერი ჩემს ირგვლივ (სახელი) მყარად დგას, მემსახურება - განმაშორე, ქინძისთავო, ყველა უბედურება, ბოროტება. იყავი ჩემი დამცველი საუკუნიდან საუკუნემდე! სიტყვა ჩემი ძლიერია, მაგრამ საქმე მსუბუქი!"
როცა ტექსტს დაასრულებთ, ბოლო ნასკვი მაშინ გააკეთეთ.