ჯერჯერობით კიბოს დაავადებებთან მეცნიერების ბრძოლა მნიშვნელოვან შედეგებს არ იძლევა, მაგრამ დაავადების პრევენციისთვის არც თუ ისე ცოტა ინფორმაცია დაგროვდა. მედიცინამ კიბოს შესახებ სოლიდური მოცულობის ინფორმაცია შეაგროვა. ცნობილია, მაგ., რომ მისი გამოწვევა რიგ მიზეზებს შეუძლია. კვლევების თანახმად, ონკოლოგიური დაავადების გაჩენის ალბათობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მემკვიდრეობით და გარემო ფაქტორებზე, არამედ იმაზე, თუ რას მივირთმევთ.
მავნე პროდუქტები ბავშვებისთვის
დღეს "რჩევების" რედაქციას სურს თქვენი ყურადღება გაამახვილოთ ბავშვებისთვის საყვარელ ამ პატარა სიაზე, რომელიც სინამდვილეში ნავთობს შეიცავს და კიბოს იწვევს.
პირადად, მე, იმის გაგებამ, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთი შეხედვით უსაფრთხო სასუსნავმა შოკში ჩამაგდო. ჩემი გონება აღშფოთებისგან ფეთქდებოდა: ეს ხომ აკრძალულია, რატომ იყიდება?
ამ სასუსნავების ყველა მწარმოებელი უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ ტელევიზიის, გაზეთების და ინტერნეტის რეკლამებში. ისინი საკუთარი ლოგოების მიხედვით სათამაშოებს და ტანსაცმელებს ამზადებენ. ფილმსა და ვიდეო თამაშებში პროდუქტის გამოჩენისთვის ფულს იხდიან. ისინი, ვინც ბავშვებზე ორიენტირებულ პროდუქტებს აწარმოებენ, რეკლამებზე წელიწადში დაახლოებით 10 მლრდ დოლარს ხარჯავენ.
10 მლრდ დოლარი მიდის იმაში, რომ ჩვენმა ბავშვებმა შეიყვარონ დათვის ფორმის ბისკვიტი ან "ჯანსაღი" საკვები, რომლებიც კოკა-კოლაზე მეტ შაქარს შეიცავენ. ბავშვებზე ორიენტირებული მარკეტინგი ყველაზე უკეთ მოქმედებს: მათი ცნობიერება ამ ხრიკების მიმართ ჯერ კიდევ დაუცველია.
მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, სწორედ ეს გემრიელი სასუსნავები ბავშვების ჰიპერაქტიურობის, პრეტენზიულობის, ალერგიული რეაქციის და კიბოს გამოწვევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
1. ნამცხვრები შეფუთვაში
ერთი შეხედვით, ეს ტკბილეული საკმაოდ მოსახერხებელია. კომპაქტური შეფუთვის გამო ჩანთაში ადვილად შეგიძლიათ ჩადოთ და წაიღოთ გზაზე, ასევე დიდხანს არ ფუჭდება. რაც მთავარია, რადგან ის ბავშვებისთვის არის, ანუ შედარებით უსაფრთხოა.
მაგრამ ეს ასე არაა. ნებისმიერი ასეთი ნამცხვარი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, სიმინდის სიროფს ფრუქტოზის და დექტროზის მაღალი შემცველობით და TBHQ - ქიმიური ნივთიერებას, რომლებიც ნავთობიდან წარმოიქმნება და ბავშვების ბევრი ორგანოს უჯრედულ დისფუნქციას იწვევს.
ბევრ მკვლევარ ექიმს გაჩუმება აღარ შეუძლიათ და ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე საუბრობენ, რომლის დროსაც დადასტურდა, რომ თუ ვინმეს მხოლოდ ამ ნამცხვრებით გამოკვებას აიძულებენ, ის მალე მხედველობას დაკარგავს, გაფართოებული ღვიძლის პრობლემები შეექმნება, კრუნჩხვებით დაიტანჯება და საბოლოოდ დამბლით დაიღუპება.
შაქარი - ბავშვებში ღვიძლის პრობლემის და დიაბეტის განვითარების მთავარი დამნაშავეა. ბავშვებს შორის დიაბეტით დაავადების დონე დღეს გასულ წლებთან შედარებით ბევრად მაღალია და ზრდას აგრძელებს.
2. ხილის ჟელატინები
ეს კი ჩემთვის მთელი აღმოჩენაა და საკმაოდ უსიამოვნო, რადგან ეს ფერადი ჟელეები ძალიან მიყვარს. როგორც აღმოჩნდა, ჟელატინებს ხილის გემოს ანიჭებს ერითროზინი - ნავთობიდან მიღებული პროდუქტი.
ერითროზინი ოდესღაც კოსმეტიკაში გამოყენებისთვის აკრძალეს, რადგან დამტკიცებულია, რომ ფარისებრი სიმსივნის განვითარებას იწვევს. და თუ ის საზიანო ჩვენი კანისთვის, რა უნდა ვთქვათ კუჭზე?