კაკალის ფოთოლი თავისი სამკურნალო თვისებების გარდა გვეხმარება ჰერის გაწმენდაში და ბაქტერიების განადგურებაში, ხოლო წყალში დამატების შემთხვევაში გააუვნებლებს მას. სწორედ ამ თვისებების წყალობით ბუზი, კოღო, ჩრჩილი ვერ იტანს კაკლის ხის არომატს.
კაკლის ხის ფოთოლი
კაკლის ფოთოლს ივნისში ამზადებენ, ჯერ კიდევ სრული განვითარების მიღწევამდე, სწრაფად აშრობენ მზეზე, ყურადღება უნდა მიექცეს რომ ის არ გაშავდეს.
კაკლის ფოთოლმა გამოყენება ჰპოვა როგორც C ვიტამინის წყარომ, ის არაფრით ჩამოუვარდება შავ მოცხარს. ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობა მასში ფოთლის კრეფის პერიოდშია თავმოყრილი.
გარდა ამისა ფოთოლი მდიდარია კაროტინით, ვიტამინებით B1,P, ეთერზეთებით, შეიცავს იუგონს, ფენოლკარონის მჟავას, კუმარინს, ფლავონოიდებს, კოფეინის და სხვა მჟავებს.
C ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმს, სისხლძარღვების კედლებს (P ვიტამინთან ერთად), დადებითად მოქმედებს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობის პროცესზე. B1 ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის კვებაში, სასარგებლოა გულისათვის, სისხლძარღვებისთვის და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
კაროტინი — წარმოადგენს ანტიოქსიდანტს და იმუნოსტიმულატროს. კაკლის ფოთოლში არსებული სათრიმლავი ნივთიერებები ფლობენ მნიშვნელოვან თვისებებს. ფიტონციდები და იუგლონი ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ, ხოლო ეთერზეთები ითვლებიან მწერების განმდევნ ბუნებრივ საშუალებად.
კაკლის ფოთოლის სამკურნალო თვისებები
კაკლის ფოთოლი განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით ფლობს შემდეგ სასარგებლო თვისებებს:
- სოკოს საწინააღმდეგო თვისებები
- სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები
- ჭრილობის შემახორცებელი თვისებები
- იმუნიტეტის მასტიმულირებელი თვისებები
- ტკივილგამაყუჩებელი თვისებები
- ჭიების განმდევნი თვისებები
- გამამკვრივებელი თვისებები
კაკლის ფოთოლის სასარგებლო თვისებების შესახებ ოდითგანვე იყო ცნობილი. იმის შესახებ, რომ ფოთოლს აქვს გამამკვრივებელი ეფექტი და აჩერებს სისხლდენას ჯერ კიდევ ავიცენა წერდა.
ქვეყნებში სადაც კაკალი ხარობს, მის ფოთლებს ასწლეულები იყენებდენ ჭრილობების შესახვევად, დიზენტერიის შესამსუბუქებლად და სამკურნალოდ, მოწამვლისას და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად.
თანამედროვე მედიცინაში კაკლის ფოთოლი ფართოდ გამოყენება, მათ შორის ფარმაკოლოგიაშიც. აფთიაქებში შეგიძლიათ შეიძინოთ ზეთოვანი ან სპირტის ნაყენი იუგლონი, რომელიც სწორედ კაკლის ფოთოლით არის დამზადებული. ის გამოიყენება ნაროდონტოზის და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
კაკლის ფოთოლის გამოყენება ხალხურ მედიცინაში
კაკლის ფოთოს სხვადასხვა ვარიანტებად იყენებენ. მაგალითად, ამზადებენ ნახარშს. ამისათვის საჭიროა აიღოთ ერთი ჩაის კოვზი გამხმარი დაქუცმაცებული ფოთოლი, კარგად მოხარშოთ და დააყენოთ ერთი საათით, რის შემდეგაც გულდასმით უნდა გაფილტროთ.
ასეთი ნახარშის გამოყენება რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებებისას:
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი
- დიარეა
- შაქრიანი დიაბეტი
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები
- შინაგანი სისხლდენა
ამ ნახარშს ასევე ამზადებენ ჭიების გამოსადევნად, ასევე უბრალოდ ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალების სახით. აღსანიშნავია, რომ ნახარშის გამოყენება შესაძლებელია გარეგანად.
მაგალითად, მას იყენებენ თმის გასაძლიერებლად ცვენის დროს, იწმინდავენ სახეს აკნეს შემთხვევაში ან დიათეზის დროს, ასევე ივლებენ ყელში ტკივილის შემთხვევაში. ამ საშუალებას ასევე იყენებენ ძირმაგარის მოსაშორებლად და ჭრილობების შესახორცებლად.
ამ მცენარის ფოთლებისგან შესაძლებელია მომზადდეს ჩაი. ამისათვის 1 ჩაის კოვზი ნედლი ფოთოლი უნდა ჩახარშოთ 1 ჭიქა წყალში და დააყენოთ 10 წუთით. გაფილტვრის შემდეგ კი უნდა სვათ სამჯერ დღეში.ეფექტურობის გასაზრდელად შეგიძლიათ ჩაამატოთ გვირილის ნახარშიც.
მისგან მზადდება ზეთოვანი ან სპირტიანი ნაყენი. ზეთის ნაყენის მოსამზადებლად, საჭიროა აიღოთ დაახლოებით 80 გრამი დაწუცმაცებული ნედლი ფოთოლი და დაასხათ რაფინირებული მცენარეული ზეთი 300 მილიგრამის ოდენობით.
მიღებული ნაზავს თავი ჰერმეტულად უნდა დააფაროთ და დააყენოთ ოთახის ტემპერატურაზე მზის სხივებისგან შორს, 20-25 დღით. ამის შემდეგ ნაყენი მზადაა როგორც შინაგანი ასევე გარეგანი გამოყენებისთვის.
ამ ნაყენის უკანასკნელი ვარიანტი შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს სამკურნალოდ, ასევე ჭრილობების რომელიც დიდხანს არ გიხორცდებათ და ძირმაგარის მოსაშორებლად. ამისათვის საჭიროა ნაყენი წაისვათ კანის დაზიანებულ არეზე.
კუჭისა და ნაწლავების ტკივილის შესამსუბუქებლად, დიარეის მოსაშორებლად და საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად გამოიყენება არაყზე დაყენებული კაკლის ფოთოლის ნაყენი. ახალ გამომშრალ ფოთოლს უნდა დაასხათ არაყი შეფარდებით 1:10 და დააყენოთ 2 კვირა. წამალი უნდა სვათ 10 წვეთის ოდენობით წყალში გახსნის შემდეგ, დღეში 3-4 ჯერ. ასეთი კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 14 დღეს.
უკუჩვენება:
პრეპარატს რომელიც შინაგანი მირებისთვის გამოიყენება აქვს უკუჩვენებები. კაკლის ფოთოლის სპეციფიური თვისებების გამო ის ეკრძალებათ ადამიანებს ამაღლებული სისხლის შედედებით და თრომბოფლეიბიტით.
სავლებს ფოთლების ბაზაზე და სხვა საშუალებებს გარეგანი გამოყენებისთვის არ ახასიათებს უკუჩვენებები, თუ არ გავითვალისწინებთ ინდივიდუალურ აუტანლობას.