მინდა, ერთი სასარგებლო რეცეპტი გასწავლოთ. დიდგულა (ანწლი) არის მცენარე, რომელიც მე არა მარტო საუკეთესო წამლად, არამედ დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებადაც მიმაჩნია. მაგრამ არ აურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ მასაც იყენებენ მედიცინაში. მე შავ დიდგულაზე გესაუბრებით. წავიკითხე, რომ მას ჰქონია გაციების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. სამკურნალოდ ვარგისია დიდგულას თითქმის ყველა ნაწილი - ყვავილით დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული. ყვავილების ნაყენს მე ხშირად ვიყენებ გრიპისა და გაციების დროს.
მას ასე ვამზადებ: - 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, ვახურავ თავზე და ვდგამ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ 45 წუთს ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე და ვფილტრავ. უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
- ცივი ნაყენი შეგიძლიათ ჩამოიბანოთ დაღლილი და ანთებითი თვალები, მერწმუნეთ, ყოველგვარი სიწითლე გაქრება. თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც.