მერე ბორჯომს მივეტანე, დღეში ერთ ბოთლს მაინც ვცლიდი. შვება ვიგრძენი, მაგრამ ბოლომდე არც ამან მიშველა. არ მოვეშვი და ძიება განვაგრძე. ათასი რამ ვსინჯე და რამდენიმე თვეში ვიპოვე კიდეც უებარი წამალი. მინდა, გამოცდილება გაგიზიაროთ - დაწმუნებული ვარ, ეს რეცეპტი სხვებსაც უშველის.
დაგჭირდებათ:
- 2 ჩ/კ კრაზანა
- 2 ჩ/კ მრავალძარღვა
- 1/2 ჩ/კ გვირილა
მომზადების და მიღების წესი:
ერთმანეთში აურიეთ კრაზანა, მრავალძარღვას ფოთოლი და გვირილა. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1/2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
გარდა ამისა, გულძმარვა რომ მეწყება, როგორც არ უნდა მინდოდეს დაწოლა, ვცდილობ ვერტიკალურ მდგომარეობაში დავრჩე - იმ მჟავე სითხეს, რომელიც კუჭს მტკენს, მაღა ამოსვლის საშუალებას არ ვაძლევ და საყლაპავის წვას გადავურჩები ხოლმე.