ქრისტესისხლას წვენი ასე უნდა მომზადდეს:
- ბუჩქი ფესვიანად ამოიღეთ მიწიდან, კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და მთლიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაწურეთ ორმაგ დოლბადნში და წვენი საცობიან ფლაკონში ჩაასხით. 5 დღე-ღამის შემდეგ ის დუღილს დაიწყებს. ამ დროს ფლაკონიდან აირი აუცილებლად უნდა გამოუშვათ (ასე მომზადებული ნაყენი ცივ, უშაქრო ადგილას წლობით ინახება). ჩაიწვეთეთ დღეში 3-ჯერ 2-3 წვეთი ორივე ნესტოში და დაიცადეთ 2-3 წუთს, ვიდრე წვენი ცხვირ-ხახის ქსოვილში არ შეიწოვება. სჯობს, ეს პროცედურა დაწოლილმა ჩაიტაროთ. სასურველია, წვენი გადაყლაპოთ.
ქრისტესისხლას ნაყენი კურნავს ადენოიდებს, პოლიპებს, ჰაიმორიტს, ტონზილიტს. მოგიხდებათ ღრძილების დაავადებების დროსაც. წვენი მოამზადეთ მაისში და აუცილებლად დააცადეთ დადუღება.