» » » მინდა გასწავლოთ ხალხური საშუალებები, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებთ პროთრომბინის მოთვინიერებას...

მინდა გასწავლოთ ხალხური საშუალებები, რომლის დახმარებითაც მარტივად შეძლებთ პროთრომბინის მოთვინიერებას...

გენეტიკურად ვარ მიდრეკილი პროთრობინის მომატებისკენ, რაც განსაკუთრებით სიცხეში მახსენებს თავს. ბოლო ხანს, ყველა სიკეთესთან ერთად, ღვიძლმაც შემომიტია, ამიტომ ქიმიური პრეპარატებისგან თავის შეკავება მირჩიეს და მეც პროთრომბინს ასე ვათვინიერებ:

ამისათვის დაგჭირდებათ:
  • 1 ჩ/ჭ ბორჯომი
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადების და მიღების წესი:
საღამოს 1 ჩაის ჭიქა ბორჯომში ჩაასხით ნახევარი ლიმონის წვენი და დილამდე დატოვეთ, დილით კი უზმოზე, ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ. კურსი 10 დღე გრძელდება. შემდეგ აუცილებელია სისხლში პროთრომბინის მაჩვენებლის განსაზღვრა. თუ ის კვლავ მაღალი აღმოჩნდა, შესაძლებელია კიდევ ერთი კურსის ჩატარება.

მინდა გასწავლოთ ხალხური  საშუალებები, რომლის დახმარებითაც  მარტივად შეძლებთ პროთრომბინის მოთვინიერებას...
ვისაც კუჭ-ნაწლავი საშუალებას აძლევს, შეუძლია, ასეთი რამ სცადოს:
  • კანიანად გახეხოს ლიმონი და დაუმატოს ორჯერ მეტი ოდენობის შაქარი. მიიღებს ხილფაფის კონსისტენციის მასას, რომელიც უნდა მიიღოს დღეში რამდენჯერმე, თითო ჩაის კოვზი.

ლეღვის მოყვარულთა გასახარად კი მინდა გაუწყოთ, რომ მისი ნაყოფის ჭამა სისხლში პროთრომბინის დასაქვეითებლად საუკეთესო საშუალება ყოფილა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.