გაჩვენებთ მეთოდს, რომელსაც ჩემი დედა იყენებს. ის მარტივია, შესაძლოა, ძვირფასმა მკითხველმა უკვე იცის! სილამაზე - ბუნებრივი ელემენტებით. აი რა გამოსდის დედაჩემს, ჩემი აზრით, ეს წარმოუდგენლად ლამაზია... ფოთლები უცნაურად აღიბეჭდება, ზურმუხტისფერი ფერი კვერცხზე გადადის. მოგწონთ? კომენტარებში გამოხმაურების დიდი მადლობელი ვიქნები.
ერთხელ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, დედამ ფანტასტიკური სურათი გააკეთა, მხოლოდ ჩვენი თუთიყუშის პატარა ბუმბულების გამოყენებით. ამას არასდროს დავივიწყებ, შთამბეჭდავი იყო! ასეთი მშვენიერების გასაკეთებლად, ბევრი დროის დახარჯვა არ დაგჭირდებათ. მთავარია - განწყობა!
სააღდგომო კვერცხის დეკორი
თქვენ დაგჭირდებათ:
- ძაფი
- კვერცხი (უმჯობესია თუ ყავისფერს აიღებთ, უფრო ნათელი გამოვა)
- კაპრონის წინდები
- ხახვის ყვითელი ფურცლები
- დიდი ქვაბი
- სხვადასხვა მცენარის ფოთლები, შეგიძლიათ გამოიყენოთ კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი, სახლის მცენარეების ფოთლები, ჩიტების პატარა ბუმბულიც კი.
სააღდგომო კვერცხი ძველი მეთოდით
- დაგჭირდებათ ბევრი ხახვის ფურცელი! დაახლოებით 3 კგ ხახვი უნდა გაარჩიოთ, ფურცლებს წყალი დაასხათ და ადუღებამდე მიიყვანოთ. გაჯერებულ ხსნარს მიიღებთ. შეხვეული კვერცხი ქვაბის ძირში უნდა მოათავსოთ, ხახვის ფურცლებზე. 10 წუთის შემდეგ კვერცხი ამოიღეთ. ისინი მოიხარშება, სურათები კი სათანადოდ გამოსახული იქნება.
- როგორ შევახვიოთ კვერცხი? მარტივია. კვერცხს მცენარეს აკრავთ. შემდეგ კვერცხს წინდაში ჩადეთ, ძაფით კარგად შეკარით. ბოლოს დედა ჩვეულებრივ წყვეტს.
- ლამაზი სურათებისთვის შეგიძლიათ ბაზილიკას ფოთლები გამოიყენოთ, ასევე წიწვოვანი! მარტივია ექსპერიმენტისთვის!
რა თქმა უნდა, კვერცხის შეღებვის ბევრი მეთოდი არსებობს...უბრალოდ დედის მეთოდი ძველია, ნაცნობია ბავშვობიდან და გულთან ყველაზე ახლოსა. მსურს ამწამსვე გავიქცე სამზარეულოში, ავიღო ფოთლები და საქმეს შევუდგე.
კვერცხის გაფორმების ძალიან ლამაზი მეთოდები
- დახვეწილი მაქმანი
სააღდგომო კვერცხი ასე რომ მორთოთ, მაქმანის ნაჭერში უნდა გაახვიოთ და რეზინით დაამაგროთ, შემდეგ საღებავში ჩადეთ, აირჩიეთ ცოტა მკვეთრი ფერი, რომ მაქმანის ფორმა მის ფონზე კარგად ჩანდეს. - გაზაფხულის მცენარე
დეკორი ფოთლებით, პატარა ტოტებით, ყვავილებით - მარტივი და სწრაფი გადაწყვეტილება. ძალიან უჩვეულო და ახალი მეთოდი. - მოკლე ზოლები
მარტივი, მაგრამ ეფექტური. - ყვავილის მოზაიკა
საინტერესო გაფორმების მეთოდი შეიძლება თავად გარსი იყოს. შეღებეთ და დაამაგრეთ კვერცხზე pva წებოთი. - ბუნებრივი სილამაზე
კვერცხის ბუნებრივი ფერი თავისთავად ლამაზია. ლამაზი ნახატები კვერცხის თეთრ ფონზე მის სილამაზეს კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს. - ვინტაჟური
ასეთი შედეგის მიღწევა შეგიძლიათ თუ დეკუპაჟს გამოიყენებთ. ამისთვის დაგჭირდებათ სალფეთქი პატარა ნახატებით და წებოვანი (2ჩ/კ სახამებელი 50 მლ წყალს შეურიეთ). ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ათქვეფილი ცილა და pva წებო. სალფეთქს ზედა ფენა მოაძვრეთ, საჭირო ნახატი გამოჭერით. წებოვანა წაუსვით იმ ადგილას სადაც სურათის დაწეპება გსურთ. ამოჭრილი სურათი კვერცხზე დააწებეთ, შეეცადეთ ნაკეცები გაუსწოროთ და ბუშტუკები მოაშოროთ. კვერცხი გააშრეთ, შემდეგ შედეგი კიდევ ერთი წებოვანით დააფიქსირეთ. - საბავშვო ფანტაზია
საბავშვო ნახატებზე უფრო ნათელი და საყვარელი სურათები არ არსებობს. - მარტივი კი არა, ოქროსფერი
სააღდგომო კვერცხი ოქროსფერ საღებავში ამოავლეთ და ზღაპრულ კვერცხს მიიღებთ. - შავ-თეთრი
თუ ხატვის ნიჭი გაქვთ, შეგიძლიათ ტრადიციული ხელწერა გააკეთოთ. ამ სააღდგომო დეკორის მთავარი ხიბლია თამამი ყვავილოვანი გამა. - გრადიენტი
კვერცხის გაფორმების მარტივი მეთოდი, რომლის შესრულებაც ბავშვსაც შეუძლია. დაასხით კონცენტრირებული საღებავი, მასში კვერცხი ჩადეთ, გააჩერეთ 2 წუთით. შემდეგ წყალი გადაასხით და კვლავ 2 წუთით გააჩერეთ. კვლავ დაასხით და გაიმეორეთ. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. საღებავი წყალში იხსნება, რის გამოც ლამაზი გრადიენტული ფერი მიიღება.
სააღდგომო სამზადისი - ერთ-ერთი ყველაზე თბილი, ნათელი და მთელი ოჯახი შემკვრელი ტრადიციაა. ამ დღესასწაულს შემოქმედებითად მიუდექით და გაუზიარეთ იდეები მეგობრებს!