» » დედის ძლიერი ლოცვა მფარველი ანგელოზის მიმართ შვილისთვის.

დედის ძლიერი ლოცვა მფარველი ანგელოზის მიმართ შვილისთვის.

როდესაც ომი დაიწყო, ათასობით დედამ გაგზავნა შვილები ფრონტზე, დაემშვიდობნენ მშვიდ ძილს და ლოცვაში ჰპოვეს ნუგეში. არაფერია დედის ლოცვაზე უფრო ძლიერი რამ შვილისთვის. ის ეხმარება დედას სიმშვიდის მოპოვებაში, შვილს კი ღვთიური მადლით იფარავს. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ლოცვებს მფარველი ანგელოზის მიმართ.

დედის ლოცვა შვილისთვის

მფარველი ანგელოზი ყველა ადამიანს იცავს და სწორედ მას შევთხოვთ ხოლმე დახმარებისთვის. დედის ლოცვა იკითხება შვილის უბედურებებისგან, წარუმატებლობისა და გაჭირვებისგან დასაცავად. ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა და შეგიძლიათ წაიკითხოთ ყოველ დღე. განსაკუთრებული ძალა აქვს შვილის დაბადების დღეზე წაკითხულ ლოცვას.

"ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!
გევედრები შენ, უფალო, დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველისმყოფელით სულით შენითურით, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები).

ნუ მოიძულებ მეფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცავ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდათა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ამინ! ამინ!"

"ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო! - იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოვლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან.
შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი დედუფალო ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწედ. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!"

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ! - შეეწიე შვილთა ჩემთა (სახელები), დაიცევ ისინი ყოვლისაგან ძვრისა, ცეცხლისა, მახვილისა, ქარისაგან მომსვრელისა და ყოვლისაგან ბოროტისა და სიკვდილ შემოსილისა წყლულებისა. დაიცევ ისინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ"

იმედი გვაქვს, ეს ლოცვები დაიცავს შვილებს და დაამშვიდებს დედების გულს. დაე, ყველა შვილი ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდეს სახლში. თქვენ გჯერათ დედის ლოცვის ძალის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.