» » წარმოსთქვით ეს ლოცვა სუფთა გულით და კეთილი განზრახვით და დაინახავთ მის გავლენას თქვენს შვილებზე

წარმოსთქვით ეს ლოცვა სუფთა გულით და კეთილი განზრახვით და დაინახავთ მის გავლენას თქვენს შვილებზე

იმ მომენტში, როდესაც ბავშვი იბადება სამყაროში, ექიმები ჭრიან ჭიპლარს, რომელიც მას დედასთან აკავშირებდა. მაგრამ ვერავინ და ვერაფერი გაწყვეტს უხილავ კავშირს, რომელიც ორ უახლოეს ადამიანს შორის წარმოიშვა. ამიტომ, დედას შეუძლია შორიდანაც კი იგრძნოს, როცა მის შვილს რაიმე ცუდი ემართება. იგი იწყებს გულმოდგინედ ლოცვას და წმინდანებს სთხოვს დახმარებას, რადგან დედის სიტყვები განსაკუთრებით ძლიერია, როდესაც ისინი შეკრებილია ლოცვაში, რომელიც არაერთგზის და რეგულარულად უნდა წარმოითქვას. რთულ დროს ქალები მფარველობისთვის ღვთისმშობელს მიმართავენ და მათ ასევე ყოველთვის ეხმარება მატრონას ლოცვა ბავშვებისთვის.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა ითხოვოს დედამ მფარველობა თავისი შვილისთვის.

ლოცვა წმინდა მატრონას მიმართ ბავშვებისთვის

ლოცვები მუდმივად უნდა იკითხებოდეს და არა მხოლოდ იმ პერიოდებში, როდესაც სახლში უბედურება მოდის. მნიშვნელოვანია, არ დაგავიწყდეთ ყოველ წუთს მადლობის გადახდა ღმერთისთვის იმ ბედნიერებისა და კეთილდღეობისთვის, რაც ბავშვებს უკვე აქვთ.

ლოცვა წმინდა მატრონას მიმართ


ყოვლადწმიდაო დიდომოწამეო მატრონა, გთხოვ წრფელი დედის გულით და გევედრები, ლოცვით მიმართე ჩვენს უფალს, სთხოვე ზეციურ მეფეს ჯანმრთელობა ჩემი შვილისთვის, რათა ის განთავისუფლდეს სხეულებრივი სნეულებისგან, სულიერი ტანჯვისგან და დავიცვას ჩემი შვილი სერიოზული დაავადებებისგან. მოგმართავ შენ, დედაო, გახდი ჩემი შუამავალი, სთხოვე უფალს ბედნიერება და კეთილდღეობა ჩემი შთამომავლისთვის.

გამოავლინე, ბრძენო მატრონა, ლმობიერება ჩემი საყვარელი შვილის მიმართ და აპატიე მას უნებლიეთ ჩადენილი საქციელი, დააყენე ბავშვი მართალ გზაზე და ილოცე მისი განკურნებისთვის. შენი იმედი მაქვს, წმიდა მატრონა, უდიდესო შუამავალო და მშობელთა მასწავლებელო, მთელ ჩემს დედობრივ იმედებს შენზე ვამყარებ! ამინ!

წმინდა მატრონას მიმართ უნდა ილოცოთ ეკლესიაში, სადაც არის უსინათლო დიდმოწამის ხატი. მისი ხატის წინაშე მეტანია უნდა შეასრულოთ და სამი სანთელი აანთოთ. შემდეგ წარმოსთქვათ ბავშვებისთვის ლოცვის სიტყვები. ტექსტის წაკითხვის შემდეგ შეგიძლიათ მარტივი სიტყვებით გაიმეოროთ თქვენი თხოვნა და სთხოვოთ მფარველობა ბავშვებისთვის. გარდა ამისა, უნდა დატოვოთ მოსახსენიებელი ჯანმრთელობისვის და შეუკვეთოთ ლოცვა შვილების კეთილდღეობისთვის.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი შვილების მფარველობისთვის

უწმინდესო ქალწულო მარიამ, ყოვლადწმინადო ღვთისმშობელო, მიიღე შენი მფარველობის ქვეშ ჩემი შვილები, ასულები და ვაჟები. ყველა მონათლული და უსახელო ჩვილი, რომელიც დედის საშვილოსნოშია. დაიფარე ჩვენი შვილები დედის კვართით, ასწავლე ცოდვის შიში და პასუხის შიში ღმერთის მიმართ. დაე, არ ეურჩონ მშობლებს და არ გადაუხვიონ ღვთის მცნებებს. სთხოვე უფალ ქრისტეს, შენს ძეს, ხსნა ჩვენი შვილებისთვის. დაიცავი ისინი, რადგან შენ ხარ ძლიერი მფარველი. ღვთისმშობელო, აჩვენე შენი ღვთაებრივი სახე ჩემს შვილებს. განკურნე ჩემი ცოდვებით გამოწვეული მათი ფიზიკური და სულიერი ჭრილობები. ჩემი შვილების ბედს ვანდობ იესო ქრისტეს, ჩვენს უფალს, ღვთის ძეს და ადამიანების მფარველს! ამინ!

ადამიანები ვალდებულნი არიან არ დაკარგონ რწმენა დედობრივი სიყვარულის ძალისა და სიძლიერის მიმართ და ყოველთვის უნდა ახსოვდეთ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის ცხოვრებაზე დედის მიერ წარმოთქმულ უყურადღებო სიტყვას. ახლობელი ადამიანის მიერ წარმოთქმულმა მხოლოდ ერთმა ფრაზამ ემოციების უკონტროლო აფეთქების დროს შეიძლება დატოვოს კვალი შვილის ან ქალიშვილის მომავალ ბედზე. დედის სიტყვას შეუძლია აჩუქოს ადამიანს სულის გადარჩენისა და სხეულის განკურნების შანსი.

მშობლებს ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მათ პასუხისმგებლობაში შედის შვილების გამოკვება, ჩაცმა, სასწავლებლად გაგზავნა და შემდეგ ფინანსური დახმარება, ანუ, როგორც ახლა ამბობენ, ფეხზე დაყენება. მაგრამ შვილებს მხოლოდ ფულით ვერ გადაუხდით: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ბავშვებს სჭირდებათ, სიყვარული და მზრუნველობაა, ამიტომ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ცხოვრების სულიერ შემადგენელზე.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.