ჩვენ მოგითხრობთ, თუ როგორ გამოიყენოთ სწორად ლიმონი, რათ ამისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ამგვარად მომზადებული ლიმონის წყალი - ნამდვილი ვიტამინური ბომბია!
საჭირო მასალა:
- 6 ცალი ლიმონი
- წყალი
- თაფლი
მომზადება:
- ჩაასხით საშუალო ზომის ქვაბში წყალი ნახევრამდე.
- გარეცხეთ ლიმონი, გაჭერით შუაზე, ჩაყარეთ წყალში.
- აადუღეთ და ხარშეთ 3 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
- მოხსენით ცეცხლიდან და დააყენეთ 10-15 წუთით. შემდეგ ამოიღეთ რბილობი.
- დალიეთ თბილი ლიმონის წყალი, დაამატთ 1 ჩ.კ. თაფლი. დარჩენილი სასმელი გადაასხით შუშის ქილაში და შედგით მაცივარში.
- დალიეთ უზმოზე, თითო ჭიქა, საუზმემდე 15 წუთით ადრე.
ლიმონის წყლის სარგებელი ორგანიზმისთვის
- ამაღლებს იმუნიტეტს
- განიჭებთ ენერგიას
- აჩქარებს მეტაბოლიზმს და დადებითად ზემოქმედებს საჭმლის მონელებაზე
- ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას
- ებრძვის კანის გამონაყარს, ახორცებს ჭრილობებსა და ნაკაწრებს
- ებრძვის ზედმეტ წონას
- ამაღლებს განწყობას, ებრძვის დეპრესიას
- აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს
რეკომენდებულია ამ სასმელის საუზმემდე დალევა, არ არის აუცილებელი გაცხელება. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინი და ჯანჯაფილი.