» » » დაბადების წლის ბოლო ციფრს განსაკუთრებული გავლენა აქვს შენს ბედზე.

დაბადების წლის ბოლო ციფრს განსაკუთრებული გავლენა აქვს შენს ბედზე.

ადამიანები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ თავისი დაბადების წელს, მაგრამ ნუმეროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ დაბადების წლის ბოლო ციფრს ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანზე. გჯერათ თუ არა, ეგ თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა, საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რას მალავს დაბადების თარიღი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში ყველაფერს დეტალურად აგიხსნით.

დაბადების თარიღის მნიშვნელობა

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანის დაბადების წელი წინასწარ არის განსაზღვრული ზეციდან. ნუმეროლოგიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო ციფრი და მას შეესაბამება ერთ-ერთი სარკალური ელემენტი, რომელიც განსაზღვრავს ცხოვრების მიმდინარეობას და საკუთრ თავში მალავს ადამიანის არსებობის მთავარ საიდუმლოს.ითვლება, რომ დაბადების თარიღში დაშიფრულია სპეციალური კოდი, ადამიანის ცხოვრების გზის მთავარი რიცხვი. დაბადების წლის ბოლო ციფრი მკვეთრად აისახება თითოეული ჩვენგანის ბედზე.

რას აღნიშნავს დაბადების წლის ბოლო ციფრი
  • ციფრი 0 და 1 - თუ შენი დაბადების წელი მთავრდება ამ ციფრზე, შენი ელემენტი არის მეტალი. ის გამოიხატება მკაცრი ხასიათითა და თავდაჯერებულობით, ასეთმა ადამიანებმა იციან საკუთარი თავის ფასი და მიზნის მისაღწევი გზები, რაშიც ეხმარება თვისებები: მოთმინება, კრეატიულობა, ცნობისმოყვარეობა და ენერგიულობა.მეტალის ხასიათის მფლობელებს არ ეშინიათ სირთულეების და წარმატებულები არიან ფინანსებში. დამოუკიდებელი და თავისუფალი ხასიათი ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება. მათთვის უცხოა ქაოსი და ინარჩუნებენ ყველაფერში წონასწორობას.ემოციური თავშეკავებულობა ზოგჯერ ართულებს მათ ურთიერთობას ადამიანებთან, მაგრამ ისინი აყალიბებენ თავის ვიწრო საახლობლო წრეს, რაც სრულიად აკმაყოფილებთ. ნეგატიური თვისებებიდან აღსანიშნავია სიჯიუტე და გადაჭარბებული მომთხოვნელობა.

  • ციფრი 2 და 3 - ეს რიცხვები წყლის სიმბოლოა. მისი მფლობელები ბუნებით ძალიან კეთილები არიან. მათ კარგად იციან სხვა ადამიანების შეცნობა. ხელოვნება, ფსიქოლოგია და ფილოსოფია არის ის ძირითადი სფეროები, რომელსაც საუკეთესოდ ერგებიან და წარმატებას აღწევენ.მათ კარგად იციან როგორ მიყვნენ დინებას და როგორ მოერგონ ნებისმიერ სიტუაციას. ამაში კრეატიული აზროვნება და კარგად განვითარებული ფანტაზია ეხმარება. წყლის წარმომადგენლებისთვის მარტივია ახალი ნაცნობობის დამყარება. გარდა ამისა, კარგად იციან როგორ მოუსმინონ შინაგან ხმას და ენდონ ინტუიციას.ისინი კარგი ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან. მიუხედავად ბევრი დადებითი თვისებისა, არ უყვართ თავის წარმოჩენა და ჩუმად მოქმედებენ. წყლის წარმომადგენლებს არ უყვართ სირთულეები და ცდილობენ მარტივი გამოსავლის პოვნას. შეიძლება მიმართონ მანიპულირების ხერხს, ამიტომ ასეთი ადამიანების გვერდით ფხიზლად უნდა იყოთ.

  • ციფრი 4-5 - თუ თქვენი დაბადების წელი მთავრდება 4 ან 5-ზე, ხართ პრაქტიკული და მიწიერი ადამიანი. თქვენი ელემენტია ხე. ასეთმა ადამიანებმა იციან როგორ იმუშავონ მიზნის მისაღწევად, არ ცდილობენ საკუთარ თავზე მაღლა ხტომას და არ მიმართავენ ექსცესებს.ამ ელემენტის მფლობელები კარგად ეწყობიან სხვა ადამიანებს, მოსწონთ გუნდური მუშაობა, ახალი მეგობრების შეძენა, მოგზაურობა. გამოირჩევიან საბანკო საქმეებში, მენეჯმენტში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში.ხის ადამიანებს აქვთ დარწმუნების ძალა და არიან კრეატიულები, რაც მათ ეხმარება როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. თუმცა, ხანდახან ვერ იცავენ ზომიერებას და ბევრ ვალდებულებებს იღებენ საკუთარ თავზე.

  • ციფრი 6-7 - რიცხვები შეესაბამება ცეცხლის ელემენტს. ისინი არიან ენერგიულები, ამბიციურები და ზუსტად იციან რა სურთ ცხოვრებისგან. არ უყვართ მარტოობა, ამიტომ ცდილობენ მუდმივად ადამიანების გარემოცვაში იყვნენ. სპონტანურობა და ავანტიურიზმი მათი მეორე სახელია. ეს ხელს უწყობს, რომ იცხოვრონ მრავალფეროვანი ცხოვრებით, დაამყარონ საინტერესო კონტაქტები.ცეცხლის ადამიანები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან საყვარელი ადამიანის მიმართ და ინარჩუნებენ ნებისმიერ ოჯახურ კავშირს. მიზნის მისაღწევად მზად არიან ყველაფრისთვის, თუნდაც ამის გამო სხვების თავზე გადავლა მოუწიოთ. ამიტომ ასეთ ადამიანებთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ.მიუხედავად ამისა, ისინი ბუნებით მეგობრულები და კეთილები ხალხია, დარწმუნებულები არიან თავიათ შესაძლებლობებში, რადგან კარგად იციან საკუთარი თავის ფასი. ხშირად პრობლემებს უქმნის გადაჭარბებული ემოციურობა და იმპულსურობა, ზოგჯერ ეგოისტურადაც იქცევიან.

  • ციფრი 8-9 - სანდო, მომთმენი და გაწონასწორებულები არიან მიწის ელემენტის მფლობელები. მათ მოსწონთ ყველაფრის კონტროლი, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოსდით და ამ დროს სხვა ადამიანების მხარდაჭერა სჭირდებათ. ყველაზე მეტად გაურკვევლობა აშინებთ.მიწის წარმომადგენლები არიან შესანიშნავი პედაგოგები, იურისტები, ექიმები და პოლიტიკოსები. ისინი სირთულეებს მშვიდად და აუჩქარებლად უმკლავდებიან.მიწის წარმომადგენლები კარგად გრძნობენ ფულის ენერგეტიკას. საკუთარი სარგებლობისთვის მზად არიან გამოიჩინონ ეგოიზმი და სიჯიუტე.

გაგვიზიარეთ კომენტარებში რამდენად ემთხვევა თქვენს ხასიათს მოცემული აღწერილობა. რა არის თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი?
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.