» » ვაჟმა დედა მოხუცთა თავშესაფარში გაუშვა და ამის შესახებ დაავიწყდა !

ვაჟმა დედა მოხუცთა თავშესაფარში გაუშვა და ამის შესახებ დაავიწყდა !

მე ანანო ვარ, მომვლელად ვმუშაობ მოხუცთა თავშესაფარში, ვუვლი ხანდაზმულებს, რომლებიც არავის სჭირდება.

ერთხელ ჩვენთან მამაკაცი მოვიდა მოხუც ქალთან ერთად, რომელიც დაგვიტოვა და ისე წავიდა, რომ არაფერი აუხსნია. ნეთელი იყო, რომ ის წინასწარ შეუთანხმდა უფროსობას. მან ნივთები ოთახში შეიტანა და მაშინვე დატოვა იქაურობა. როგორც ჩანს, დედის ცრემლების დანახვა არ უნდოდა. მამაკაცმა გვთხოვა, რომ ყველაფერი მისი მშობლისთვის ჩვენ აგვეხსნა.



ქალბატონი დოდო ძალიან საყვარელი,მშვიდი და კეთილი ქალი აღმოჩნდა.



მას მალევე დავუმეგობრდი. ძალიან მწყინდა, რომ იგი მიატოვა შვილმა, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ქალბატონ დოდოს რომ არ მოეწყინა, ხშირად მივდიოდი მის მოსანახულებლად. მოხუცს თავი ღირსეულად ეჭირა, ისტერიკებს არ მართავდა, პერსონალს არ ეჩხუბებოდა. მას ძალიან უყვარდა ბაღში სეირნობა, ასევე სხვადასხვა ისტორიების მოყოლა. ქალბატონი დოდო დარწმუნებული იყო, რომ მისი ვაჟი გონს მოეგებოდა და მას სახლსი წაიყვანდა.



თავიდან შვილი დადიოდა მის მოსანახულებლად, ბოლოს კი საერთოდ გაუჩინარდა. ერთხელ ქალბატონმა დოდომ მომითხრო, რომ ქალიშვლიც ჰყავდა.

-ჩემს გოგონასთან არც ისე კარგი ურთიერთობა მაქვს. რატომღაც უფრო მეტად ვაჟი მიყვარდა, ქალიშვილი კი ეჭვიანობდა და ეს სწყინდა. შმედეგ ქეთი გათხოვდა, ბოლო 2 წელია ერთმანეთი არც კი გვინახავს.

დაბადების დღეზე ქალბატონი დოდო ფანჯარასთან იჯდა და თავის ბიჭს ელოდებოდა. მხოლოდ საღამოს მიხვდა, რომ ის არ მოვიდოდა.



მოხუცს ტორტი გამოვუცხვე და მისალოცად მივედი. მას გული აუჩუყდა და ატირდა. როცა თავშესაფრიდან გამოვდიოდი, უცხო ქალი დავინახე. მან მკითხა, თუ სად შეეძლო მოხუცი ენახა. გაირკვა, რომ ეს მისი ქალიშვილი იყო. ის დედისთვის დაბადების დღის მოსალოცად ჩამოსულიყო და გაეგო, რომ მის ძმას იგი თავშესაფარში გამოემწყვდია.

მან ქალბატონი დოდო თავისთან წაიყვანა.



ამ ამბავმა ძალიან გამახარა! სახლში ცხოვრება ხომ გაცილებით უკეთესია, ვიდრე მოხუცთა თავშესაფარში...
ავტორიგიორგი გოგიძე
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.