» » განმწმენდი ლოცვა: რამდენიმე თაობის თანდაყოლილი ცოდვების მონანიებისთვის

განმწმენდი ლოცვა: რამდენიმე თაობის თანდაყოლილი ცოდვების მონანიებისთვის

ხანდახან, ცხოვრებაში ყველაზე უსიამოვნო მოვლენების მიზეზი შორეულ წარსულში იღებს სათავეს. გარდა ამისა, ყველამ არ იცის, რომ ნათესაური კვანძები, მე-12 თაობამდე, უძლიერეს გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაში. დამეთანხმებით, მეთორმეტე თაობამდე ყველა ნათესავის მიერ ჩადენილი ცოდნა ვერავის ეცოდინება. ამიტომაა ასეთი აუცილებელი გვარის განმწმენდი ლოცვების წარმოთქმა.

პირველ რიგში, გვაროვნული კარმის ცოდვებისგან გასაწმენდად, ერთ თვეში ტაძარს თორმეტჯერ უნდა ეწვიოთ. ეკლესია ხომ საუკეთესო ადგილია ღმერთთან საუბრისთვის. ყოველი მისვლისას, ტაძარში უნდა ჩაატაროთ შენდობის განსაკუთრებული რიტუალი, ლოცვისთვის კი ღვთისმშობლის ან იესო ქრისტეს ხატები აირჩიოთ.

რიტუალის დაწყებამდე, უნდა მოემზადოთ: შეიძინეთ სამი სანთელი და შეადგინეთ იმ ადამიანთა სია, რომელთათვისაც უნდა ილოცოთ. სანთლები სათითაოდ დაანთეთ და მოათავსეთ ხატის წინაშე.

შენდობის მართლმადიდებლური რიტუალი

  • პირველი სანთლის დანთებისას, ილოცეთ მათ ჯანმრთელობასა და სულზე, ვინც ნებსით ან უნებლიეთ გაწყენინათ.
  • მეორე სანთელი - გულწრფელად აპატიეთ მათ, ვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე შეხვედრიხართ.
  • მესამე სანთელი - მათთვის, ვისაც ნებსით ან უნებლიეთ მოუტანეთ ზიანი.


ასევე, ყოველ საღამოს, შინ ყოფნისას, 40 დღე ზედიზედ უნდა ილოცოთ გვარის ცოდვების მისატევებლად. მხოლოდ ასეთი ხანგრძლივი გზისა და პირადი ძალისხმევის გამოყენებით შეძლებთ გვარის ისტორიასთან მჭიდრო კავშირის გაწყვეტას. ლოცვის ტექსტი, სასურველია, ზეპირად ისწავლოთ, თუმცა კითხვაც დასაშვებია.

ლოცვა გვარის ცოდვების გასაწმენდად



-"უფალო, შენდობას ვითხოვ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ნებსით თუ უნებლიეთ ვაწყენინე ამ და წინა ცხოვრებებში. 

უფალო, ვპატიობ ყველას, ვინც მე მაწყენინა ნებსით თუ უნებლიეთ ამ და წინა ცხოვრებებში.

უფალო, შენდობას ვითხოვ ჩემი გარდაცვლილი ნათესავებისთვის.

უფალო, შენდობას ვითხოვ ჩემი ცოცხალი ნათესავებისთვის. 

უფალო, შენდობას ვითხოვ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც, ნებსით თუ უნებლიეთ, სიტყვით, საქმით თუ განზრახვით, ჩემს წინაპრებს აწყენინა.

უფალო, გევედრები, განმწმინდე, განმკურნე და დამიცავი მე, ჩემმი ოჯახი და მთელი ჩემი გვარი და გაავსე ისინი შენი წმინდა სულის ძალით, სინათლით, სიყვარულით, ჰარმონიით, ძალითა და ჯანმრთელობით.

უფალო, გევედრები, გაწმინდე ჩემი გვარი.

სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ამინ."

ყოველ ჯერზე, გვარის შესანდობი ლოცვა სამჯერ უნდა გაიმეოროთ. ბოლოს, არ დაგავიწყდეთ უფლისთვის მადლობის გადახდა იმ ყველაფრისთვის, რაც გაქვთ.

-"უფალო, მადლობელი ვარ იმისთვის, რასაც მაძლევ. მადლობას ვწირავ შენს წმინდა სულს, მის ნათელ ძალას, ზეცას, მიწასა და ყველა წმინდანს, ვინც უფალს ჩემთან ერთად, ჩემი შენდობისთვის ევედრება."

დაე, თქვენგან შორს იყოს ნებისმიერი სახის უბედურება! თქვენ გჯერათ ნათესაური კავშირების ძალისა? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.