მორწმუნეები გაზაფხულსა და ზაფხულში ეკლესიებს ყვავილებით რთავენ. ამით უფლის და წმინდანების მიმართ სიყვარულს გამოხატავენ. გირჩევთ, ეკლესიაში წასვლისას პატარა თაიგული, მაგალითად, ტიტები მიიტანოთ.ღვთისმშობლის ხატი „უჭკნობი ყვავილი“ ერთ–ერთი ძლიერია, რომლის წინაშე უნდა ილოცოთ. ხატზე „უჭკნობი ყვავილი“ გამოსახულია ღვთისმშობელი, რომელსაც ერთ ხელში ყრმა იესო უჭირავს, მეორე ხელში თეთრი შროშანი. ეს ყვავილი სიწმინდის, სიმტკიცის და ქალის სიძლიერის სიმბოლოა. ამ ხატთან ყვავილის მიტანა ძვირფას საჩუქრად ითვლება.
ლოცვები ხატის „უჭკნობი ყვავილის“ წინაშე
ლოცვა 1 - დედუფალო ჩემო სახიერო, სასოო ჩემო ღმრთისმშობელო, შემწყნარებელო ობოლთაო, მეოხო ყარიბთაო, სიხარულო მწუხარეთაო, მფარველო ჩაგრულთაო! მოხედენ ჭირთა ჩემთა, მოხედენ ურვათა ჩემთა, შემეწიე მე, ვითარცა უძლურსა, გამომზარდე მე ვითარცა მწირი. შენ უწყი ჭირნი ჩემნი, აღხოცენ იგინი, უკუეთუ გენებოს, რამეთუ არა მივის სხუაჲ შემწე და არცა სხუაჲ შუამდგომელი და ნუგეშინისმცემელი თვინიერ შენსა, ჰოჲ დედუფალო, რამეთუ შენ ხარ მცუელი და მფარველი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა 2 - ჰოი ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო უფლისა მაღლისა ძალთაო, დედუფალო ცისა და ქუეყანისაო, ქალაქისა და მამულისა ჩუენისა მცუელო ყოვლადძლიერო; შეიწირე სამადლობელი, საქებელი გალობაჲ ესე უღირსთა მონათა შენთაგან და აღამაღლენ ლოცვანი ჩუენნი წინაშე საყდრისა მაღლისა ღმრთისა ძისა შენისა, რაჲთა მოწყალე იქმნეს უსამართლოებათა ჩუენთა ზედა და განამრავლოს მადლი თვისი პატივისმცემელთა ყოვლადპატიოსნისა სახელისა მისსა მომართ და სიყუარულით თაყუანისმცემელთა სასწაულმოქმედისა ხატისა შენისათა. არათუ ღირსებათა ჩუენთამიერ შეგვიწყალნეს ჩუენ, არამედ შენ ჰყოფ მას მოწყალედ ჩუენდა მომართ, დედუფალო, რამეთუ ძალგიძს ყოვლისა აღსრულება მის მიერ, რაოდენიცა გენებოს. ამისთვისცა მოვილტვით შენდა მომართ, ვითარცა უეჭველისა მსწრაფლშემწისა: ისმინე ხმაჲ მვედრებელთა ამათ შენთანი და ევედრე ღმერთსა, ძესა შენსა, რაჲთა მოანიჭოს მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთათვის; მთავრობასა - სიბრძნეჲ და ძლიერებაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხვავი; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლეჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შვილთა - მორჩილებაჲ; ჩაგრულთა - თმენაჲ; მჩაგვრელთა - შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა - სულგრძელებაჲ; მხიარულთა - მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისა და ღმრთისმოსაობისა, სული მოწყალებისა და სიმშვიდისა, და სული სიწმიდისა და სიმართლისა - ჩუენ ყოველთათვის. ჰოჲ დედუფალო ყოვლადწმიდაო, მოწყალე იქმენ უძლურებათა ზედა ერისა შენისა: განბნეულნი შეკრიბენ; შეცდომილნი დაადგინენ გზასა ზედა სიმართლისათა. ექმენ მოხუცთა - შემწე, ყმაწვილთა - განმაბრძნობელ, ყრმათა - აღმზრდელ და მოწყალითა თუალითა მეოხებისა შენისათა გარდამოიხილენ ჩუენ ყოველთა ზედა. აღგვადგინენ ჩუენ უფსკრულთაგან ცოდვათა და განგვინათლენ თუალნი გულთა ჩუენთანი გულისხმისყოფად გზისა ცხოვნებისათა. მოწყალე გვექმენ ჩუენ ქუეყანასა ამას ზედა, ჟამსა მწირობისა ჩუენისასა და მუნცა წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ძისა შენისა. ანგელოსთა და ყოველთა წმიდათა თანა მკვიდრობაჲ მიანიჭე მამათა და ძმათა ჩუენთა, სარწმუნოებით გარდასრულთა ცხოვრებასა მას შინა საუკუნესა. რამეთუ ხარ შენ, დედუფალო, ზეცისა დიდებაჲ და სასოებაჲ ქუეყანისა, შენ ხარ სასოჲ და მეოხი ჩუენი ღმრთისა მიმართ ყოველთათვის სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილთა. ამისთვისცა გევედრებით შენ, ვითარცა შემწესა ყოვლისშემძლებელსა და თავთა ჩუენთა და ურთერთსა და ყოველსა ცხოვრებასა ჩუენსა შეგვედრებთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა 3 - ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო და უხრწნელო დედაო ქალწულო, ქრისტეანთა სასოო და ცოდვლითა ნავთსაყუდელო, ყოველნი მოლტოლვილნი შენდა დაიცევ და შეისმინე გოდებაჲ ჩუენი, მოჰყავ ყური შენი ლოცვასა ჩუენსა, დედუფალო და დედაო ღუთისა ჩუენისაო; შენდა შეწევნისა მვედრებელთა ნუ უგულებელს-ჰყოფ. განმსწავლენ და განმანათლენ ჩუენ: ნუ გარეემიიქცევ პირსა შენსა მონათა შენთაგან - ამაოთა ამათ დრტვინვათა ჩუენთათვის. მეყავ ჩუენ დედა და მფარველ, რომელნი მოწყალესა საფარველსა შენსა ქუეშე შთავრდომილ ვართ, უშფოთველსა და უვნებელსა ცხორებასა მიმამთხვიენ ცოდვილნი ესე. ჰოჲ, დედაო მარიამ, უფროსადკურთხეულო მსწრაფლშემწეო, შუამდგომლობითა შენითა დამიფარენ, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დამიცევ, ბოროტთა კაცთა სიბორგილეჲ გულისა მოამდოვრე, რომელნი აღდგომილ არიან ჩუენ ზედა. ჰოჲ, დედა უფლისა შემოქმედისა ჩუენისაო, შენ ხარ ძირი ქალწულებისა და ყუავილი დაუჭნობელი უმანკოებისა და სიწმიდისა. გარდამომივლინე შეწევნაჲ შენი, რომელნი უძლურებათა და ხორციელთა ვნებათა შინა შთავრდომილ ვართ - არაწმიდებითა გულისათა. განანათლენ თუალნი სულისა ჩუენისასა, რათა ვიქმნეთ მხილველ გზისა მის სიმართლისა ღვთისასა. უძლური ნებაჲ ჩუენი განამტკიცენ აღსრულებითა მცნებათა, რაჲთა ვიხსნეთ ჩუენ ყოვლისა განსაცდელისა და ზედამოსვლისაგან და შენითა შუამდგომლობითა განვმართლდეთ წინაშე სამშჯავროსა ძისა შენისასა, რომლისა მიმართ აღვავლენთ დიდებასა, პატივსა და თაყუანის-ცემასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ილოცეთ ეკლესიაში, სახლში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც შეძლებთ. მთავარია, გულწრფელად ილოცოთ. ყოველი დღე ამ ლოცვით დაიწყეთ და ღვთისმშობელს ოჯახის მფარველობა შესთხოვეთ!