» » ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი არ შორდება? გამოსავალი მარტივია

ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი არ შორდება? გამოსავალი მარტივია

ფეხის ოფლიანობა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ იწვევს ისეთ პრობლემას, როგორიცაა უსიამოვნო სუნი. ამ პრობლემას დროდადრო ყველა აწყდება, რა თქმა უნდა, თუ არ გამოვიყენებთ ტალკს, სპეციალურ დეზოდორანტებს და სხვა საშუალებებს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელთა საშუალებით ფეხსაცმელს მარტივად მოაშორებთ უსიამოვნო სუნს.

ძმარი

ძმარი შეუცვლელი პროდუქტია. რისთვის აღარ გამოვიყენებთ მას დიასახლისები. ობის საწინააღმდეგოდ, სადეზინფექციოდ, უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად და სხვა მრავალი.

1 წილი წყლისა და 1 წილი ძმრის ნარევი ჩაასხით პულვერიზატორიან ბოთლში და შეასხურეთ ფეხსაცმელში. კარგად დაამუშავეთ ფეხსაცმელი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით არც ძმრის სუნის შეგაწუხებთ და არც ოფლის.

სოდა

სოდა ჯადოსნური და ბიუჯეტური ფხვნილია. ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე სოდა შთანთქავს უსიამოვნო სუნსა და ტენიანობას. ჩაყარეთ სოდა ფეხსაცმელში და დატოვეთ მთელი ღამე. დილით გამოწმინდეთ მშრალი ტილოთი.

ჩაის პაკეტი

ჩაის პაკეტი შთანთქავს უსიამოვნო სუნს. ჩადეთ ფეხსაცმელში სასიამოვნო და დახვეწილი არომატის ჩაის პაკეტი და დილით აღარ შეგაწუხებთ უსიამოვნო სუნი.

წყალბადის ზეჟანგი
ოფლით გაჟღენთილი ფეხსაცმელი სავსეა უსიამოვნო სუნის  გამომწვევი ბაქტერიებით. გაწმინდეთ ფეხსაცმელი როგორც გარედან, ისე შიგნიდან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით გაჯერებული ბამბის ტამპონით. ჩატარებული დეზინფექციით გაანადგურებთ ბაქტერიებს.

ლიმონის ნაჭრები

ლიმონის ნაჭრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად. პირველ რიგში, ფეხსაცმელი დაამუშავეთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით, გააშრეთ და ჩააწყვეთ ლიმონის ნაჭრები. შეგიძლიათ ჩადოთ ლიმონის ან ფორთოხლის ქერქი.

რეგულარულად გამოიყენეთ სპეციალური ტალკი ან მოამზადეთ თქვენ თვითონ. ხელნაკეთი ფხვნილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 6 წილი სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი და 2 წილი სოდა. დილით ტალკი ბლომად შეიზილეთ ტერფებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თითებს შორის ადგილებს. საღამოს აუცილებლად დაიბანეთ ფეხები და წაისვით დამატენიანებელი საცხი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ბიუჯეტური ინგრედიენტები და გათავისუფლდით ამ უსიამოვნო პრობლემისგან!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.