საკუთარი ტერფის ცუდი სუნი ადამიანს პრობლემის გადაჭრის ძიებისკენ უბიძგებს, რომ სხვების თვალში უსუფთაოდ არ გამოჩნდეს. ასეთ გამოსავალს დღეს "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ და ფეხის კანის მოვლის ნატურალური საშუალების რეცეპტს გიზიარებთ.
ფეხის დეზოდორანტი
ეს საშუალება შესანიშნავია არა მხოლოდ მისი ეფექტურობით, არამედ მომზადების სიმარტივით, ასევე ინგრედიენტების ხელმისაწვდომობით. ერთადერთი მაღაზიაში ქოქოსის ზეთის ყიდვა დაგჭირდებათ.
ფეხის ოფლიანობის საწინააღმდეგო დეზოდორანტი ოფლიანობის პრობლემას მოგიხსნით და თავდაჯერებულობის შეგრძნებაში დაგეხმარებათ.
ინგრედიენტები
- 3 ჩ/კ ქოქოსის ზეთი
- 2 ჩ/კ სამზარეულოს საკვები სოდა
- 0.5 ს/კ სახამებელი
- რამდენიმე წვეთი ეთეროვანი ზეთი სასიამოვნო სუნისთვის
მომზადება
1. საკვები სოდა სახამებელს აურიეთ, რომ ერთგვაროვანი ფხვნილი მიიღოთ. სოდა დეზოდორანტის საფუძველს წარმოადგენს, რადგან ტუტე გარემოს შექმნით ბაქტერიებს ამცირებს და სუნს აქრობს. რაც შეეხება სახამებელს, ეს პროდუქტი ტენიანობას შთანთქავს და კანს უფრო მშრალს ხდის.
2. მიღებული ფხვნილი ქოქოსის ზეთში გახსენით, რომელიც დისკომფორტის შეგრძნებას მოგაშორებთ. ოთახის ტემპერატურაზე დნობისას, ზეთი ნარევს სრიალას ხდის.
3. ნარევს ეთეროვანი ზეთი დაუმატეთ - ის საჭირო სუნს მიანიჭებს. შეეცადეთ სასიამოვნო სუნის მქონე პროდუქტი აირჩიოთ, რადგან მას მუდმივად შეიგრძნობთ.
4. ოფლიანი ტერფის საწინააღმდეგო საშუალება მზადაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ფეხი რომ არ გაგიოფლიანდეთ და უსიამოვნო სუნი არ ჰქონდეს. ფეხის დეზოდორანტი სუფთა და მშრალ ტერფს თხელ ფენად წაისვით. დარჩენილი ნარევი ბნელ და ცივ ადგილას, მაგ., მაცივარში შეინახეთ.
ასეთი საშუალება თავისი ბუნებრივი ინგრედიენტების წყალობით უფრო ღირებულია. მაღაზიაში ნაყიდი დეზოდორანტის გამოყენებით ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებთ, რადგან ეს დეზოდორანტები მძიმე მეტალებს შეიცავენ.
თქვენ როგორ ებრძვით ოფლიანობას და სუნს ცხელ ამინდში?