» » 10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ნაწლავები გადატვირთულია ტოქსიკური ნარჩენებით

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ნაწლავები გადატვირთულია ტოქსიკური ნარჩენებით

მიკრობიომი-მიკროორგანიზმების ბალანსი ნაწლავების ტრაქტში. მიკრობიომი მოქმედებს არამარტო საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობაზე, არამედ იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. მაგალითად, როგორიცაა, დეპრესია, ჭარბი წონა, კანის პრობლემები, აუტოიმუნური მდგომარეობა და სხვა.

სამწუხაროდ, არასწორმა კვებამ, ანტიბიოტიკების გადაჭარბებულმა გამოყენებამ, ანტიბაქტერიული საშუალებების მოხმარებამ, საკვებ რაციონში ფერმენტირებული პროდუქტების რეგულარულად ნაკლებობამ შექმნა იდეალური პირობები ნაწლავის მიკრობიომში დისბალანსისთვის.
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები-შებერილი მუცელი, დისპესია, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ყაბზობა და დიარეა.
  • ალერგიები.
  • რეციდიული სოკოვანი ინფექციები.
  • ტკბილისადმი მიდრეკილება.
  • წონაში მომატება.
  • აკნე, ეგზემა, ჭინჭრის ციება, ფსორიაზი.
  • სახსრების ტკივილი.
  • დეპრესია.
  • სწავლის გართულება.
  • ცნობიერების დაბინდვა.


ნაწლავში დაუბალანსებელი მიკრობიომის მნიშვნელოვანი შედეგები:



1. ანთება

დიდი რაოდენობით არამეგობრულმა ბაქტერიებმა ან სხვა ორგანიზმებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესები, ტკივილი სხსრებში, სხეულში, კანის დაავადებები და აუტოიმუნური მდგომარეობა.

2. წონაში მატება

ჯანმრთელი მიკრობიომა- წონის დაკლების გასაღებია. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მიკრობიომის დაბალანსების შემდეგ თქვენ შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას და წონაში დაკლებას.

3. ემოციური მდგომარეობის დარღვევა

ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ დაბალანსებული მიკრობიომი, არიან აფორიაქებული, დეპრესიული, ხშირად გრძნობენ დაღილობას და ებინდებათ ცნობიერება. შეიძლება მოხდეს პირიქითაც, სტრესებმა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს მიკრობიომზე, განწყობაზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.


როგორ დავაბალანსოთ ნაწლავებში მიკრობიომი და აღვიდგინოთ ჯანსაღი მიკროფლორა?



1. პრობიოტიკები

ეს ჯანმრთელი ბაქტერიებია, რომლებიც ხელს უწყობენ მიკრობიომის დაბალანსებას. პრობიოტიკები შეგიძლია დამატებით მივიღოთ მედიკამენტების სახით ან ბუნებრივი ფერმენტირებული პროდუქტების სახით. ეს პროდუქტებია: მოთუშული კომბოსტო, იოგურტი, კეფირი, მწნილები და სხვა.

2. პრებიოტიკები

ეს არის პროდუქტები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს კვებავენ ჯანმრთელი ბაქტერიებით. ისინი შეიცავს ბოჭკოებს, ინულინს, არაბინოგალაქტანებს. პრებიოტიკული პროდუქტებია: ნიორი, ლობიო, ხახვი, სტაფილო, ტოპინამბური (მიწავაშლა), სატაცური, არტიშოკი, ბამია (ბოსტნეული).

3. ანტიმიკრობული დანამატები

უმეტეს შემთხვევაში არ არის საკმარისი პრობიოტიკებისა და პრებიოტიკების მიღება. აუცილებელია ბალახებისა და დანამატების  გამოყენება, რომლებიც მიკრობებს კლავს. ასევე მათი გამოყენება აუცილებელია პათოგენური ორგანიზმების (სოკოების, ბაქტერიების ან პარაზიტების) გასანადგურებლად. ასეთ პროდუქტებს მიეკუთნება: ნიორი, ზეითუნის ფოთლების ექსტრატი, ორეგანო (თავშავა), გრეიფრუტის თესლის ექსტრატი, კაპრილის მჟავა, დათვისკენკრა.

4. შაქრისა და ფქვილის შემცველი პროდუქტების მინიმუმამდე დაყვანა

მოერიდეთ ამ პროდუქტების გამოყენებას და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი მიკრობიომის ბალანსის აღსადგენად.

თუ ნაწლავის მიკრობიომში დისბალანსი გაქვთ, თქვენ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ მის აღსადგენად. არ მოდუნდეთ,  აუცილებლად იზრუნეთ ორგანიზმის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს ჯანმრთელობის აღსადგენად.

ყურადღებებით გაეცანით სტატიაში შემოთავაზებული ინფორმაციას და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
წყაროuniqque.ge
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.